მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ეკონომიკის მინისტრის ახალმა მოადგილემ UPU-ს რეგიონული წარმომადგენლობის გახსნაში მიიღო მონაწილეობა

თამარ იოსელიანი

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ახალმა მოადგილე თამარ იოსელიანმა მსოფლიო საფოსტო კავშირის (Universal Postal Union) რეგიონული წარმომადგენლობის გახსნაში მიიღო მონაწილეობა. ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.

როგორც მინისტრის მოადგილემ განაცხადა, საქართველოში ასეთი მნიშვნელოვანი და ავტორიტეტული ორგანიზაციის წარმომადგენლობის გახსნა UPU-ის მხრიდან ასახავს ჩვენი ქვეყნის ნდობას და აღიარებას მუდმივი ერთგულებისთვის, რეგიონული თანამშრომლობისა და საფოსტო სექტორში მდგრადი პროგრესის მიმართ.

თამარ იოსელიანის განცხადებით, 1993 წელს მსოფლიო საფოსტო კავშირში გაწევრიანების შემდეგ, საქართველოს ორგანიზაციის აქტიური წევრია, გარდა ამისა, ქვეყანა ახორციელებს მნიშვნელოვან რეფორმებს საფოსტო სფეროში და მონაწილეობს UPU-ს ეგიდით განხორციელებულ ყველა მნიშვნელოვან პროექტში. მან ასევე დადებითად შეაფასა საქართველოს მესამედ არჩევა საფოსტო ოპერაციების საბჭოს წევრად 2026 – 2029 წლების ვადით, რაც ჩვენი ქვეყნის კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარებაა. როგორც მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, საქართველოს თანამშრომლობა UPU-სთან ხელს შეუწყობს ქვეყანაში საერთაშორისო სტანდარტების და სერვისების დანერგვას, გაააქტიურებს სექტორის ციფრული ტრანსფორმაციის პროცესს და დამატებით სტიმულს მისცემს კერძო სექტორს მნიშვნელოვანი ინვესტიციები განახორციელონ საფოსტო სფეროში.

შეგახსენებთ, რომ 17 ოქტომბერს ცნობილი გახდა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილედ თამარ იოსელიანის დანიშვნის შესახებ. იოსელიანმა ამ პოსტზე გურამ გურამიშვილი შეცვალა, რომელიც მინისტრის მოადგილის პოზიციას 2021 წლის მარტიდან იკავებდა.

ვინ არის ეკონომიკის მინისტრის ახალი მოადგილე თამარ იოსელიანი? – CV და ქონებრივი დეკლარაცია

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები