მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ენგურჰესი“ დაგეგმილზე რამდენიმე დღით ადრე ამუშავდება - რეაბილიტაცია დასრულდა

608521deae15f
თელარა გელანტია
25.04.21 12:00
1883
ენგურჰესის ჰიდროელექტროსადგურის სადერივაციო გვირაბის რეაბილიტაცია დასრულდა.

როგორც „ენგურჰესის“ Facebook-გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციიდან ირკვევა, ჰერმოკარების დაკეტვის მომდევნო ეტაპი გვირაბის წყლით შევსებას გულისხმობს და საქართველოს უდიდესი ჰიდროელექტრისადგური ერთიან ქსელში დაგეგმილზე რამდენიმე დღით ადრე ჩაერთვება.

შეგახსენებთ, ენგურჰესის ჰიდროელექტროსადგური, რომელიც 20 იანვარს სრულად გაჩერდა, 1 მაისიდან უნდა ამუშავდეს, თუმცა როგორც bm.ge-ის ენგურჰესის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე ლევან მებონიამ განუცხადა, აღნიშნული თარიღი 2-3 დღით უკან გადმოიწევს. „ახლა მთავარია, გვირაბის წყლით შევსება“, - აღნიშნა მებონიამ.

აღსანიშნავია, რომ 2021 წლის პირველ კვარტალში საქართველოში ელექტროენერგიის იმპორტი 93%-ით გაიზარდა და 1.43 მილიარდი კილოვატ საათი შეადგინა - ამის შესახებ ესკოს მიერ გამოქვეყნებული ანგარიშიდან ირკვევა. ენერგობალანსის თანახმად, 2021 წლის პირველ 3 თვეში საქართველოში მოხმარებული ელექტროენერგიის 41% იმპორტირებული იყო. იმპორტის ასეთი ზრდა "ენგურჰესის" სარეაბილიტაციოდ გაჩერებამ განაპირობა.  



ცნობისთვის: რეაბილიტირებული ენგურჰესის გამომუშავება წლიურად, დაახლოებით, 80-100 მლნ კვტ.სთ-ით უნდა გაიზარდოს. სარემონტო სამუშაოები, 43 მლნ ევრო ჯდება, აქედან 7 მლნ ევროკომისიის გრანტია, ხოლო დანარჩენი - EBRD-ის მიერ გამოყოფილი სესხი.

ენგურჰესი და 4-პუნქტიანი გეგმა - რაზე ველაპარაკებით აფხაზებს?

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები