მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ექსპორტში სტაბილურ, მათ შორის EU-ის ბაზარზე უნდა ვიყოთ ორიენტირებული - გვანცა მელაძე

ექსპორტის ასოციაცია

ექსპორტის განვითარების ასოციაციის გამგეობის წევრის გვანცა მელაძის შეფასებით, ევროკავშირთან DCFTA-ის გაფორმების შემდეგ ამ მიმართულებით სხვადასხვა დასახელების საქონლის ექსპორტი განვითარდა. ამის შესახებ მან BMG tv-ის გადაცემა „წერტილში“ სტუმრობისას საქართველოს საგარეო ვაჭრობის 2024 წლის მონაცემებზე საუბრისას განაცხადა.

ის აღნიშნავს, რომ ევროკავშირის მიმართულებით საექსპორტო საქონლის ჩამონათვალში სპილენძის მადნები და კონცეტრატებს იმდენად დიდი წილი უკავიათ, რომ ხშირად ეს საერთო სურათს თრგუნავს და ამ მოცემულობაში ხაზგასასმელია ისიც, რომ სხვა პროდუქტების ექსპორტი ევროკავშირი სტაბილურად მზარდია, რის საშუალებასაც თავად სტაბილური ბაზარი იძლევა აქედან გამომდინარე გვანცა მელაძე ამბობს, რომ საქართველომ ორიენტირი სტაბილური ბაზრებისკენ უნდა აიღოს.

„საგარეო ვაჭრობის რიცხვები ცოტა ბუნდოვან სურათს გვაძლევს. ევროკავშირს რაც შეეხება, 2014 წლის მონაცემებს, რომ შევადაროთ, როდესაც თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებას მოეწერა ხელი, მაშინაც და ახლაც ევროკავშირთან ვაჭრობაში ძალიან დიდი წილი სპილენძის მადნებსა და კონცენტრატებზე მოდიოდა, რაც გარკვეული პერიოდის განმავლობაში 60%-ც იყო. ეს ცოტა დამაბნეველია და თითქოს მალავს იმ შედეგებს, რაც ევროკავშირის ბაზარზე DCFTA-ის შემდეგ გვაქვს მიღწეული. ძალიან ბევრ დარგში - ღვინის, საფეიქრო ნაწარმის, ავეჯის, პლასტმასის ნაწარმის, მსუბუქი მრეწველობის კუთხით, ელექტროტექნიკაც არის ამ ჩამონათვალში სერიოზული გაორმაგებაა, ღვინის შემთხვევაში კი გასამმაგებაა, თუმცა როდესაც ჯამურ მაჩვენებელს ვუყურებთ სპილენძის კონცენტრატები ძალიან დიდ წილს იკავებს და სხვა პროდუქტების ექსპორტის ზრდის ტენდენცია არ ჩანს. თუ ევროკავშირში პროდუქცია 600-ზე ნაკლებ კომპანიას გაჰქონდა, დღეს 1000-ზე მეტს გააქვს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. რა თქმა უნდა, ის თანხები, ძალისხმევა და ის რეპუტაცია, რაც საქართველომ ამ პერიოდში მოახერხა და შექმნა, ამან იმუშავა და ეს შედეგი არ მინდა, რომ დავთრგუნოთ. თუნდაც რომ დავთრგუნოთ სპილენძის კონცენტრატები, იმდენად ლამაზი ზრდა არის, რომ ცხადი ხდება რამდენად მნიშვნელოვანია ასეთი ბაზარი - სადაც ეტაპობრივად შეგიძლია შეხვიდე, განვითარდე და დამკვიდრდე. სხვა ბაზრებს, იგივე დსთ-ის ბაზრებს რომ შეხედავ ისეთი მერყეობაა სხვადასხვა პროდუქტებთან მიმართებით. ამდენად ძალიან მნიშვნელოვანია რისკების დაზღვევის მიმართულებით, სტაბილურ, მათ შორის ევროკავშირის ბაზარზე უნდა ვიყოთ ორიენტირებული“, - განაცხადა გვანცა მელაძემ.

EU-ში ექსპორტის წილი ისტორიულ მინიმუმზეა - როგორი იყო საქართველო-ევროკავშირის ვაჭრობა 2024-ში?

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები