საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ტენდერი გამოაცხადა, რომლის ფარგლებში ორი ახალი ჰიბრიდული ავტომობილი უნდა შეიძინოს. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 245 066 ლარია, შესაბამისად ერთი ავტომობილის სავარაუდო ღირებულება 122,528 ლარს შეადგენს.
ტენდერის დოკუმენტაციის მიხედვით, შესყიდვის ობიექტია ორი ერთეული I კლასის მსუბუქი ჰიბრიდული ავტომობილი. მოთხოვნილი პარამეტრები:
- ჰიბრიდული საწვავის სისტემა;
- 195 ცხენის ძალაზე ნაკლები არ უნდა იყოს;
- მექანიკური, არანაკლებ 5-საფეხურიანი გადაცემათა კოლოფი;
- სიგრძე არანაკლებ 4 835 მმ, სიგანე არანაკლებ 1 790 მმ, სიმაღლე არანაკლებ 1 395 მმ;
- მინიმუმ 6 უსაფრთხოების ბალიში;
- კლიმატკონტროლი, აუდიოსისტემა, ABS, მოცურების საწინააღმდეგო სისტემა და სტაბილურობის ელექტრონული კონტროლი (ESC).
ტენდერის პირობების მიხედვით, ავტომობილები გამოშვებული არანაკლებ 2024 წელს. ფერის არჩევანი შეზღუდულია - მანქანები არ უნდა იყოს შავი ფერის, ხოლო სასურველია, რომ ორივე ერთნაირი ფერის იყოს.
ტენდერში მონაწილე კომპანიებს უნდა გააჩნდეთ შესაბამისი გამოცდილება, რაც დოკუმენტალურად უნდა დაადასტურონ. ასევე, აუცილებელია, რომ ავტომობილებს ჰქონდეთ საერთაშორისო უსაფრთხოების სერტიფიკატი (Euro NCAP, IIHS ან JNCAP).
ხოლო წინადადებების მიღების პროცესი 7 მარტს დაიწყება და 10 მარტს, 12:30 საათზე დასრულდება.
ტენდერში მონაწილეობის მისაღებად კომპანიებს უნდა გააჩნდეთ ავტომობილების მიწოდების გამოცდილება 2020 წლის 1 იანვრიდან დღემდე.