მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ეროვნული ბანკი სტატისტიკურ მანიპულაციებს მიმართავს" - რომან გოცირიძე

გოცირიძე

სებ-ის ყოფილი პრეზიდენტი რომან გოცირიძე აცხადებს, რომ "ეროვნული ბანკი სტატისტიკურ მანიპულაციებს მიმართავს". ამის შესახებ მან ეროვნული ბანკის მიერ გუშინ გავრცელებული ინფორმაციის საპასუხოდ Facebook-ის პირად გვერდზე წერს.

რომან გოცირიძე აღნიშნავს, რომ რეზერვების შეძენის ინფორმაცია, რაც საზოგადოებისთვის გუშინ გახდა ცნობილი სებ-ს 25 დეკემბერს უნდა გამოექვეყნებინა, თუმცა მარეგულირებელი ინფორმაციას ისე ავრცელებს როგორც აწყობს. აქედან გამომდინარე, ის საუბრობს ინფორმაციის ვიწრო წრეებისთვის ხელმისაწვდომობასა და კორუფციის რისკებზე.

"გუშინ გამოქვეყნდა ეროვნული ბანკის ინტერვენციების ოქტომბრის თვის ოფიციალური მონაცემები. ნოემბრის შედეგებს მხოლოდ 25 დეკემბერს აქვეყნებს ეროვნული ბანკი. მიუხედავად ამისა, ეროვნულმა ბანკმა მედიაში წინმსწრებად ასევე გაავრცელა განცხადება, რომ ნოემბრის თვეში უცხოური ვალუტა კი არ გაყიდეს, არამედ ვალუტა იყიდეს, ანუ რეზერვები გაზარდეს. წესით, 25 დეკემბრამდე ეს არავის უნდა სცოდნოდა. ესაა მოსახლეობის მანიპულაცია. როცა აწყობთ, ავრცელებენ ინფორმაციას, როცა არ აწყობთ, მალავენ. ეროვნულმა ბანკმა, ისევე როგორც ეს სავალუტო აუქციონის შემთხვევაში ხდება, უნდა გაავრცელოს ინფორმაცია უცხოური ვალუტით ვაჭრობის შესახებ მეორე, ე. წ. ბიმატაჩ პლატფირმით ვაჭრობის დროსაც. ინფორმაციის მხოლოდ ვიწრო წრისათვის ხელმისაწვდომობა ( ბანკები, მსხვილი ბიზნესი, ჩინოვნიკები) წარმოშობს კორუფციის რისკებს და არათანაბარ პირობებში ამყოფებს მომხმარებლებს", - წერს რომან გოცირიძე.

სებ-ი აცხადებს, რომ ნოემბერში სავალუტო რეზერვები $85.7 მლნ-ით შეავსო

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები