ეროვნულმა ბანკმა ნოემბრის განმავლობაში რეზერვები უკვე 85.7 მლნ დოლარით შეივსო. BMG დაინტერესდა, რა ოპერაციებით მოხდა რეზერვების შევსება - Bmatch პლატფორმით თუ საგარეო ვალების ჩამორიცხვით.
ეროვნულ ბანკში გვიპასუხეს, რომ თანხის აკუმულირება Bmatch პლატფორმაზე განხორციელებული სავალუტო ოპერაციებით მოხდა.
ამასთან, მარეგულირებელში განმარტავენ, რომ ვითარების ნორმალიზების შემდეგ, სებ-მა სავალუტო ბაზარზე დოლარის შესყიდვა დაიწყო. შედეგად, ბოლო მონაცემებით, წლიურ ჭრილში რეზერვების წმინდა გაყიდვის მაჩვენებელი 502.2 მილიონი დოლარია. აღსანიშნავია, რომ ამ დრომდე სებ-ი Bmatch პლატფორმის მეშვეობით თვის განმავლობაში განხორციელებული ოპერაციების შესახებ ინფორმაციას მხოლოდ მომდევნო თვის 25 რიცხვისთვის აქვეყნებს.
სებ-ში ამბობენ, რომ გამონაკლისის დაშვება მაღალი ინტერესის გათვალისწინებითა და არასწორი ინტერპრეტაციებისთვის თავიდან არიდების მიზნით მოხდა.
საქართველოს ეროვნული ბანკი სავალუტო ბაზარზე განხორციელებული ოპერაციების შესახებ განახლებულ მონაცემებს 25 დეკემბერს გამოაქვეყნებს.
სებ-მა ოქტომბერში $591 მილიონი გაყიდა - ინტერვენციების ზუსტი სტატისტიკა ცნობილია
10 თვეში ეროვნულმა ბანკმა $917 მილიონი გაყიდა და $329 მილიონი დოლარი იყიდა