მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ეროვნული ბანკის პოლიტიკა სწორია" - აკაკი ცომაია

ეროვნული ბანკი

ეროვნული ბანკის მხრიდან რეფინანსირების განაკვეთის შემცირებას აკაკი ცომაია სწორ გადაწყვეტილებად აფასებს. ეკონომისტის განცხადებით, სებ-მა მონეტარული პოლიტიკის შერბილება უნდა გააგრძელოს. 

ჩემი აზრით, ეროვნული ბანკის პოლიტიკა სწორია. ინფლაციური რისკები ამ ეტაპზე თარგეთირებულ დიაპაზონში შედარებით ნაკლებია. ამრიგად, სწორია ფრთხილი მიდგომა. რისკები, რომლებიც საერთაშორისო ფაქტორებით იყო განპირობებული, მოხსნილია. შესაბამისად, სწორია თუ ეროვნული ბანკი ეტაპობრივად შეამცირებს რეფინანსირების განაკვეთს. მომავალში შეიძლება ბევრი რამ მოხდეს და პოლიტიკაც ამის მიხედვით გადაისინჯება”, - განაცხადა აკაკი ცომაიამ. 

შეგახსენებთ, საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა დღეს რეფინანსირების განაკვეთი კიდევ 0.25 პროცენტული პუნქტით შეამცირა. შედეგად განაკვეთი 10%-ია. სებ-ის განმარტებით, ინფლაციის კლებადი ტენდენცია ქვეყანაში მონეტარული პოლიტიკის შემცირების შესაძლებლობას იძლევა, რა პოლიტიკასაც ეროვნული ბანკი შემდგომ სხდომებზეც გააგრძელებს.