მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ეროვნული ბანკის საჯარო ლექციების სერია - "ფინანსური და ეკონომიკური განათლება უკეთესი მომავლისთვის"

648c4a5ddfc73
BM.GE
16.06.23 15:39
456
სტატიაში საუბარია:
პროექტის "ფინანსური და ეკონომიკური განათლება უკეთესი მომავლისთვის" ფარგლებში, საქართველოს ეროვნული ბანკის თანამშრომლებმა თბილისის უნივერსიტეტებში საჯარო ლექციები ჩაატარეს და სტუდენტებთან ერთად აქტუალურ ეკონომიკურ თემებზე იმსჯელეს.

ახალგაზრდებთან შეხვედრისას, ძირითადად, საუბრები წარიმართა ისეთ თემებზე, როგორებიცაა - ფინანსური სტაბილურობა და ეროვნული ბანკის ინსტრუმენტები, ფულის მასის შექმნის პროცესი რეალურ სამყაროში, გლობალური ეკონომიკური პერსპექტივები, მდგრადი დაფინანსება, ფინანსური ტექნოლოგიები, მომხმარებელთა უფლებები და სხვა.

ბოლო ასეთი შეხვედრა ფასების სტაბილურობის თემაზე ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, არჩილ მესტვირიშვილმა ეკონომიკის საერთაშორისო სკოლა ISET - ში გამართა.

"პროექტის ფარგლებში თბილისის 6 უნივერსიტეტის 500-ზე მეტ სტუდენტს ვესაუბრეთ ეროვნული ბანკის ფუნქციებზე, ქვეყნის მაკროეკონომიკური მდგომარეობის, ფინანსური სტაბილურობისა და რეგიონში არსებული გამოწვევების შესახებ. მსურს, დიდი მადლობა გადავუხადო, ერთი მხრივ, უნივერსიტეტებს თანამშრომლობისათვის, მეორე მხრივ კი, ახალგაზრდებს მაღალი დაინტერესებისა და ჩართულობისთვის. სებ-ი მომავალშიც გააგრძელებს საინტერესო საგანმანათლებლო პროექტების ინიცირებასა და მხარდაჭერას", - აღნიშნა ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, არჩილ მესტვირიშვილმა.

ფინანსური და ეკონომიკური განათლება ეროვნული ბანკის ერთ - ერთი მთავარი საზრუნავია. ამ კუთხით, ბოლო წლებში არაერთი საგანმანათლებლო აქტივობა წარმატებით განხორციელდა, მათ შორის, საფუძველი ჩაეყარა სხვადასხვა ყოველწლიურ ღონისძიებას.

აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ახალგაზრდებში ფინანსური ცნობიერებისა და ეკონომიკისადმი ინტერესის ამაღლების მიზნით, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 2020 წელს შექმნა ფინანსური განათლების პორტალი - "ფინედუ", რომელიც ახალგაზრდებს შესაძლებლობას აძლევს, ადრეული ასაკიდანვე ისწავლონ საკუთარი ფინანსების დამოუკიდებლად მართვა და ხელს უწყობს ეკონომიკური აზროვნების განვითარებას.

(ns)

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები