მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ეროვნული ბანკის შეფასება უფრო პოლიტიკური იყო, ვიდრე ექსპერტული - აკაკი ცომაია

ცომაია

ეკონომიკის დოქტორი აკაკი ცომაია მიიჩნევს, რომ მსჯელობა, რომელიც ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის უახლეს გადაწყვეტილებას ერთვის თან, უფრო პოლიტიკურია, ვიდრე ექსპერტული.

როგორც აკაკი ცომაიამ "ანალიტიკას" ეთერში განაცხადა, სებ-ის შეფასებაში მთავარი აქცენტი უნდა იყოს ინფლაციურ მოლოდინებზე, რაც ამ შემთხვევაში ნაკლებად ჩანდა.

მისივე თქმით, არსებული ვითარების ფონზე, თავად განაკვეთის უცვლელად დატოვების გადაწყვეტილება ლოგიკურია.

7 მაისს, ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი უცვლელად, 8%-ზე დატოვა.

"ეროვნული ბანკის შეფასება უფრო პოლიტიკური იყო, ვიდრე ექსპერტული. სებ-ის შეფასებაში მთავარი აქცენტი უნდა იყოს ინფლაციურ მოლოდინებზე. საბოლოო ჯამში, რა პრეამბულაც არ უნდა ჰქონდეს სებ-ის განცხადებას, დასაბუთებულად უნდა ასახოს ინფლაციური მოლოდინი და ამაზე დააფუძნოს პროგნოზი. ინფლაციური მოლოდინი თუ იზრდება, ეს შემდგომ აისახება ფაქტობრივ ინფლაციაში ან არ აისახება. შეფასებაში ეს ნაკლებად ჩანდა.

რაც შეეხება თავად გადაწყვეტილებას, ის ლოგიკურია. იანვრის თვეში იყო მართლაც დაბალი ინფლაცია, თებერვალში გამოჩნდა რომ ინფლაციამ მოიმატა, მარტშიც გამოჩნდა, რომ ხდება ინფლაციის ზრდა, თუმცა საგანგაშო ჯერჯერობით არაფერი არაა. მოცემული მომენტისთვის, პრინციპში სწორია, რომ განაკვეთი უცვლელად შეინარჩუნა და არ შეამცირა, თუმცა თუ აქვთ მოლოდინი, რომ წლიური ინფლაცია 4%-ზე შენარჩუნდება, ლოგიკურია, რომ შენარჩუნებული იყოს არსებული განაკვეთი",- ამბობს აკაკი ცომაია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები