საქართველოს ეროვნულმა ბანკმა Bmatch პლატფორმით სავალუტო რეზერვების შევსება შეამცირა, - ამის შესახებ სებ-ის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშიდან ირკვევა, რომლის მიხედვითაც სექტემბრის განმავლობაში შესყიდვებმა მხოლოდ 8.4 მილიონი დოლარი შეადგინა. შედარებისთვის, აგვისტოში ეროვნულმა ბანკმა Bmatch-ის გამოყენებით 110 მილიონი დოლარი ამოიღო ბაზრიდან.
2023 წლის 9 თვეში კი ეროვნულმა ბანკმა მთლიანობაში 1.47 მილიარდი დოლარი ამოიღო Bmatch პლატფორმის გამოყენებით.
თუმცა სექტემბრის მეორე ნახევრიდან გააქტიურდა საპირისპირო მიმართულებით ინტერვენციები. მთლიანობაში 6 ინტერვენციით სებ-მა წელს 167 მილიონი დოლარი გაყიდა. შესაბამისად, რეზერვების წმინდა ზრდამ 1.31 მილიარდი დოლარი შეადგინა.