მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ეროვნულმა ბანკმა მიკრობანკებისთვის კონტრციკლური ბუფერის განაკვეთები განსაზღვრა

ლარი

ეროვნულმა ბანკმა მიკრობანკებისთვის კონტრციკლური ბუფერის განაკვეთები განსაზღვრა.

სებ-ის მოთხოვნით, მიკრობანკებს 10 დეკემბრისთვის კონტრციკლური კაპიტალის ბუფერის განაკვეთი – 0.25%-ის ოდენობით აქვთ განსაზღვრული. სწორედ ამ მოცულობის ბუფერი მოეთხოვება ბაზარზე არსებულ ჯერჯერობით ერთადერთ მიკრობანკს „ემბისის“, რომელმაც ლიცენზია 5 დეკემბერს მიიღო.

ეროვნული ბანკის დამტკიცებული გეგმით, მიკრობანკებმა 2025 წლის 15 მარტისთვის კონტრციკლური ბუფერი 0.5%-მდე უნდა გაზარდონ, 2026 წლის 15 მარტისთვის – 0.75%-ის ოდენობით, 2027 წლის 15 მარტისთვის – 1%-ის ოდენობით.

აღსანიშნავია, რომ საქართველოში მიკრობანკის პირველი ლიცენზია MBC-მ მიიღო. კიდევ ერთი მიკროსაფინანსო ორგანიზაციის "კრისტალის" სალიცენზიო განაცხადი განხილვის ეტაპზეა.

მიკრობანკი მცირე სიდიდის ბანკია, რომელიც შეძლებს 1 მლნ ლარამდე სესხების გაცემას, დეპოზიტების მოზიდვას და მომხმარებლებისთვის ახალი ახალი პროდუქტების შეთავაზებას.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები