საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ, დღეს ჩატარებულ ჩხრეკებზე ჟურნალისტებთან ისაუბრა და ამ ფაქტს ფსიქოლოგიური ზეწოლა უწოდა.
შეგახსენებთ, რომ საგამოძიებო სამსახური ატლანტიკური საბჭოს (Atlantic Council) თანამშრომლების - სოფო გელავას და ეთო ბუზიაშვილის სახლებში შევიდა და ჩხრეკა ჩაატარა. საგამოძიებო სამსახური ასევე შევიდა, ამერიკული ბიზნესსერვისების კომპანია Concentrix Georgia -ში.
პრეზიდენტის მოსაზრებით, ეს არის არჩევნების წინ მოსახლეობის დაშინების მცდელობა.
"ეს არის ტიპიური ფსიქოლოგიური ზეწოლა არჩევნებამდე, რომელსაც მიჩვეული ვართ ამ ქვეყანაში. ვიცით, რომ ეს ხდება და ამას უნდა გავუძლოთ და არ უნდა შეშინდეთ. ეს არის მხოლოდ იმისთვის რომ ხალხი შეშინდეს, ან არ წავიდეს არჩევნებზე ან ვიღაცას შეეშინდეს თავისი ხმის იმ ფორმით ჩაყრა ურნაში როგორც თვითონ ფიქრობს. ეს არის ფსიქოლოგიური მანიპულაციები რომელიც საქართველოს მოსახლეობაზე, რომელიც ძალიან გამოცდილია ამ ყველაფერში, არ მუშაობს და აღარ იმუშავებს. ეს არის მოსახლეობის დაშინების მცდელობა. ერთ-ერთი ჩხრეკა ეხება აქტიური პოზიციის მქონე ახალგაზრდა ქალბატონს ტვიტერში, მაგრამ მე არ მგონია რომ მოსახლეობა დაშინდება", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
რას საქმიანობს ამერიკული კომპანია Concentrix Georgia, სადაც დღეს საგამოძიებო სამსახური შევიდა