მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“ეს კანონი არის რუსული და ძახილის ნიშანი” - ალეკო ელისაშვილი

ელისაშვილი

“იმ კანონის უკან შემოტრიალება ყველა ჩვენგანის და ამ ქვეყნის შეურაცხყოფაა. ეს კანონი არის რუსული და ძახილის ნიშანი. ერთი ერთში გაქვთ ნათარგმნი”, - ასე შეაფასა პარლამენტის ოპოზიციონერმა დეპუტატმა, ალეკო ელისაშვილმა უმრავლესობის გადაწყვეტილება, ე.წ. რუსული კანონი კიდევ ერთხელ დააინიციროს.

პარლამენტის თავმჯდომარემ ელისაშვილს მიკროფონი გაუთიშა და განაცხადა, რომ “ანტიქართული პროპაგანდის” გატარების საშუალებას არავის მისცემს.

“ეს არის ანტიქართული პროპაგანდა, რომელსაც თქვენ ქართულ პარლამენტში ეწევით, ანტიქართული პროპაგანდის ძახილის უფლებას არ მოგცემთ. ყველას გავუთიშავ მიკროფონს, ვინც [ტერმინს] “რუსულ კანონს” გამოიყენებს. ხალხს ნუ ატყუებთ, პათეტიკა რაც გაგივიდათ შარშან, წელს არ გაგივათ”, - განაცხადა ელისაშვილის საპასუხოდ შალვა პაპუაშვილმა.

ფრაქცია “ქართული ოცნების” ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ დღეს განაცხადა, რომ საპარლამენტო უმრავლესობა უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონპროექტს, რომელიც გასული წლის მარტის აქციების შემდეგ ჩავარდა, პარლამენტში კიდევ ერთხელ დააინიცირებს.

„ოცნება“ ე.წ. რუსულ კანონს პარლამენტში აბრუნებს

“პირობას ვდებთ, თქვენთან ერთად დავუპირისპირდებით რუსულ კანონმდებლობას” - ხატია დეკანოიძე

არანაირ რუსულ კანონს პარლამენტი არ იღებს... პათეტიკა, რაც შარშან გაგივიდათ, წელს არ გაგივათ - შალვა პაპუაშვილი

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები