მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"ეს მათემატიკურადაც შეუძლებელია" - ფინანსთა მინისტრი „ლელოს“ 1000-ლარიან პენსიაზე

ფინანსთა მინისტრი

ეს მათემატიკურადაც შეუძლებელია, - ასე შეაფასა ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში სიტყვით გამოსვლისას „ლელოს“ საარჩევნო პროგრამა, რომელიც 4-5 წელიწადში პენსიის 1000-ლარამდე გაზრდას გულისხმობს.

ფინანსთა მინისტრი ამბობს, რომ „ლელოს“ პროგრამის შეუსრულებლობაზე მთლიანად პოლიტიკური სპექტრი თანხმდება.

„ლელოს პროგრამის ეს ნაწილი, რომელიც ამ პოლიტიკურმა ჯგუფმა წარმოადგინა ერთ-ერთი მაგალითია იმისა როგორ შეიძლება ქვეყანაში დეპოლარიზაცია მოხდეს. არც ერთი ოპოზიციური პარტია არ დარჩა რომ ერთხმად არ ეთქვას, რომ ეს არარეალურია. ეს პროგრამა ემსახურება იმას რომ საქართველოს მოსახლეობა შეცდომაში იქნეს შეყვანილი და გარკვეული დივიდენდები მიიღონ ამით.

პროგნოზებსაც რომ დავანებოთ თავი - რამდენად რეალისტური ან არარეალისტურია, მათემატიკურადაც ფიზიკურად შეუძლებელია ასეთი გათვლების განხორციელება. ჯამში რა პროგრამაც წარმოადგინეს 6 მლრდ ლარია დამატებით საჭირო, რომ აღნიშნული პროექტის უზრუნველყოფა მოხდეს. ის იდეები, რომელსაც ამ პოლიტიკური ჯგუფიდან ვისმენთ, გაანახევრებს ბიუჯეტს და არათუ გაზრდის. შესაბამისად, ამ ნაწილში სრულიად პოლიტიკური სპექტრი თანხმდება, რომ ეს იდეები არც სწორია და მათემატიკურადაც შეუძლებელია, რომ არ ვთქვათ, რომ დაშვებების გაკეთება შესაძლებელია 9%-ით ოთხ წელიწადში 100%-ს ვერ მივიღებთ, ეს მაქსიმუმ მეხუთე მეექვსე კლასის მათემატიკის საკითხია“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.

მამუკა ხაზარაძე განმარტავს, როდიდან გახდება პენსია ₾1000 და რა იქნება დაფინანსების წყარო

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები