მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ეს ნივთიერებები რაზეც ლაპარაკობენ, ნამდვილად ჰქონდა შეძენილი შსს-ს და იყენებდა 2012 წლამდე - გომელაური

გომელაური

შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი ვახტანგ გომელაური BBC-ის გამოძიებას ეხმაურება და ბრიტანეთის საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ გავრცელებულ ცნობებს უარყოფს. მის კომენტარს "იმედი" ავრცელებს.

"ეს ნივთიერებები რაზეც ისინი ლაპარაკობენ, ნამდვილად ჰქონდა შეძენილი შინაგან საქმეთა სამინისტროს და იყენებდა მას, ოღონდ 2012 წლამდე. თუ არ ვცდები ბოლო შეძენა 2009 თუ 2010 წელს უნდა იყოს განხორციელებული, მას შემდეგ შსს-ს ის არ შეუძენია და გამოუყენებია. მთელი პასუხისმგებლობით შემიძლია გითხრათ, რომ ნაცებმა "კატა გამოთხარეს", - ამბობს გომელაური "იმედის" თანახმად.

BBC-ის მიერ მოპოვებული მტკიცებულებების თანახმად, საქართველოს ხელისუფლებამ 2024 წელს ანტისამთავრობო დემონსტრანტების წინააღმდეგ პირველი მსოფლიო ომის ეპოქის ქიმიური ნივთიერება გამოიყენა. “ქართული ოცნება” ბრალდებას აბსურდს უწოდებს და BBC-ის სასამართლოში ჩივილით ემუქრება.

ვრცლად: BBC-ის გამოძიება: საქართველოში აქციების დაშლისას შსს-მ I მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური ნივთიერება "კამიტი" გამოიყენა

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები