მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ეს რეზოლუცია სერიოზული სიგნალია ხელისუფლებისთვის, რა მოხდება, თუ ამ კანონზე უარს არ იტყვის - კორნელი კაკაჩია

კორნელი კაკაჩია

“საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის“ დირექტორის, კორნელი კაკაჩიას განცხადებით ხელისუფლებამ კარგად უნდა შეაფასოს ევროპარლამენტის რეზოლუციის შემდეგ, რა რისკების წინაშე დგას ქვეყანა.

რეზოლუციის სრულ ტექსტთან ერთად, რომელიც ამბობს, რომ საქართველოსთან ევროკავშირში გაწევრების მოლაპარაკებები არ უნდა გაიხსნას, სანამ „აგენტების კანონი“ ძალაში იქნება, ევროპარლამენტმა მხარი დაუჭირა შესწორებას, რომლითაც ევროპარლამენტი ბიძინა ივანიშვილის სანქცირებას ითხოვს.

კაკაჩია ამბობს, რომ მიუხედავად იმისა, რომ რეზოლუციას სარეკომენდაციო ხასიათი აქვს, მისი მნიშვნელობა საკმაოდ დიდია.

"ეს რეზოლუცია მოსალოდნელი იყო იმის ფონზე, რაც საქართველოში ხდება. სამწუხაროა, რომ ეს ყველაფერი ასეთი მიმართულებით მიდის და ევროპარლამენტარებმა უმრავლესობით მიიღეს გადაწყვეტილება. მიუხედავად იმისა, რომ ეს არ არის სავალდებულო და გადაწყვეტილებას ევროპის საბჭო იღებს, ეს რეზოლუცია სერიოზული სიგნალია ხელისუფლებისთვის, რა მოხდება, თუ ამ კანონზე უარს არ იტყვის. ასე რომ ახლა ბურთი ხელისუფლების მხარესაა. კარგად უნდა შეაფასონ, რა რისკებზე მიდიან.

რისკები მკაფიოდაა ჩამოთვლილი, მათ შორის გამარტივებული სავიზო რეჟიმის წყვეტა, სანქციები და მთავარი მოლაპარაკებების პროცესის შეუძლებლობა კანონის მიღების შემთხვევაში", - განაცხადა კორნელი კაკაჩიამ.

სანქციების დაწესების შესახებ გადაწყვეტილება ევროკავშირის საბჭომ უნდა მიიღოს, ევროკომისიამ კი უნდა გადაწყვიტოს, შეისწავლის თუ არა სავიზო ლიბერალიზაციის კრიტერიუმების შესრულებაზე კანონის გავლენას.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები