მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

EU-ს ქვეყნების ენერგეტიკის მინისტრები გაზის ზღვრული ფასის დაწესებაზე შეთანხმდნენ

63a0cbf4349b3
ალა ისპირიანი
20.12.22 00:35
495
ევროკავშირის ქვეყნების ენერგეტიკის მინისტრები გაზის ზღვრული ფასის დაწესებაზე შეთანხმდნენ, რომლის მიხედვით, ბუნებრივი აირის ფასი 180 ევროს დონეზე შეიზღუდება.

პოლიტიკურ შეთანხმებას ენერგეტიკის მინისტრებმა ბრიუსელში წლის ბოლო სამიტზე მიაღწიეს და ე.წ "გაზის ბაზრის კორექტირების მექანიზმის" ამოქმედება, 15 თებერვლიდან იგეგმება.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ ასევე ძალაში შევიდა ევროკავშირის საბჭოს გადაწყვეტილება რუსული ნავთობის ფასის ლიმიტის და რუსული ნავთობის მესამე ქვეყნებში საზღვაო ტრანსპორტირების აკრძალვის შესახებ. მოლაპარაკებების შედეგად, ბარელ რუსულ ნავთობზე ზედა ჭერი 60 დოლარით განისაზღვრა.

როგორც აშშ-ის ხაზინის მდივანი ჯანეტ იელენმა თქვა, რუსულ ნავთობზე ფასის ლიმიტის დაწესება „დაუყოვნებლივ შეაფერხებს პუტინის შემოსავლის ყველაზე მნიშვნელოვან წყაროს“.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები