იანვარ-სექტემბერში საქართველოში ევროკავშირის ქვეყნებიდან 348 329 საერთაშორისო ვიზიტი განხორციელდა, რაც წლიურად 5,9%-ით გაზრდილი მაჩვენებელია.
აღსანიშნია, რომ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ევრო გაერთიანებიდან ვიზიტების მაჩვენებელს გაერთიანებული სამეფოს გათვალისწინებით ითვლის.
ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, წელს ევროკავშირიდან 19 420-ით მეტი ვიზიტი შესრულდა.
9 თვეში EU-ის ქვეყნებიდან ყველაზე მეტი ვიზიტი გერმანიიდან განხორციელდა, მას მოჰყვება პოლონეთი და გაერთიანებული სამეფო. ამ პერიოდში ვიზიტები პოლონეთიდან, ესტონეთიდან, ლატვიიდან და ჩეხეთიდან შემცირდა, დანარჩენი მიმართულებებიდან კი გაიზარდა. საერთაშორისო ვიზიტების მიხედვით, ევროკავშირის წევრი 27 ქვეყნისა და გაერთიანებული სამეფოს რეიტინგი ასე გამოიყურება.
- გერმანია - 62 804 ვიზიტი, ზრდა - 15.6%;
- პოლონეთი - 53 245 ვიზიტი, კლება - 27.2%;
- გაერთიანებული სამეფო - 25 431 ვიზიტი, ზრდა - 12.5%;
- საფრანგეთი - 22 768 ვიზიტი, ზრდა - 21.3%;
- საბერძნეთი - 20 500 ვიზიტი, ზრდა - 24.3%;
- ლატვია - 17 041 ვიზიტი, კლება - 1.6%;
- იტალია - 15 898 ვიზიტი, ზრდა - 28.6%;
- ლიეტუვა - 15 846 ვიზიტი, ზრდა - 1.8%;
- ნიდერლანდები - 15 334 ვიზიტი, ზრდა - 27.1%;
- ესპანეთი - 12 041 ვიზიტი, ზრდა - 19.3%;
- ჩეხეთი - 11 536 ვიზიტი, კლება - 2.1%;
- ბელგია - 8 185 ვიზიტი, ზრდა - 30.8%;
- ბულგარეთი - 8 083 ვიზიტი, ზრდა - 0,4%;
- ავსტრია - 7 500 ვიზიტი, ზრდა - 17.2%;
- ესტონეთი - 6 919 ვიზიტი, კლება - 13.8%;
- რუმინეთი - 6 528 ვიზიტი, ზრდა - 35.3%;
- შვედეთი - 5 700 ვიზიტი, ზრდა - 35,5%;
- უნგრეთი - 5 688 ვიზიტი, ზრდა - 7.6%;
- დანია - 4 960 ვიზიტი, ზრდა - 53.8%;
- სლოვაკეთი - 4 629 ვიზიტი, ზრდა - 18.5%;
- კვიპროსი - 3 867 ვიზიტი, ზრდა - 50.5%;
- პორტუგალია - 3 398 ვიზიტი, ზრდა - 32.7%;
- ირლანდია - 3 209 ვიზიტი, ზრდა - 20,6%;
- ფინეთი - 2 651 ვიზიტი, ზრდა - 5.8%;
- სლოვენია - 2 141 ვიზიტი, ზრდა - 3.6%;
- ხორვატია - 1 238 ვიზიტი, ზრდა - 17.6%;
- ლუქსემბურგი - 698 ვიზიტი, ზრდა - 128.1%;
- მალტა - 491 ვიზიტი, ზრდა - 2.3%;
2024 წლის 9 თვეში ტურიზმი პანდემიამდელ ნიშნულს კვლავ ჩამორჩება
იანვარ-სექტემბერში საქართველოში 5 043 663 საერთაშორისო ვიზიტი შესრულდა, რაც ტურისტულ და ერთდღიან ვიზიტებს მოიცავს და წლიურად 4.4%-ით არის გაზრდილი. აქედან ტურისტული ვიზიტები 9.2%-ით 3,992,842-მდე გაიზარდა, ერთდღიანი ვიზიტების რაოდენობა კი 10.4%-ით 1 050 821 ვიზიტამდე შემცირდა.