საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მაკა ბოჭორიშვილის განცხადებით, ევროპარლამენტის რეზოლუციები ტყუილზე აგებული დოკუმენტებია.
როგორც მან „იმედი Live”-თან ინტერვიუს დროს განაცხადა, ამ რეზოლუციებს ერთადერთი მიზანი აქვს, რომ საქართველოს ინტერესები დააზიანონ და შელახონ.
"რეზოლუციებს რომ ძალა არ აქვს და ბევრს არაფერს ნიშნავს, ჩვენ ეს უკვე ვნახეთ. თავად ევროპელი პოლიტიკოსების, ბრიუსელის ბიუროკრატიის მხრიდან ხშირად გვსმენია, რომ ნუ მიაქცევთ დიდ ყურადღებას ევროპარლამენტის რეზოლუციებს, ამას არ აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა ევროკავშირის პოლიტიკაზეო, მიუხედავად ამისა, ჩვენთვის ევროპარლამენტი არის ევროკავშირის ისეთივე ინსტიტუტი, როგორც ევროკომისია, ევროკავშირის საბჭო.
შესაბამისად მათ დოკუმენტებს სრულიად იგნორს ვერ გავუკეთებთ, იქიდან გამომდინარე, რომ მასში გარკვეული პოლიტიკოსების აზრები ხომ აისახება, გარკვეული ნარატივი ხომ ყალიბდება და ეს არის სრულიად ტყუილზე, ცრუ ნარატივებზე აგებული დოკუმენტები, რომელიც ერთადერთი მიზნით იქმნება, რომ ჩვენი ქვეყნის ინტერესები დააზიანონ და შელახონ. ამას ძალა არ აქვს, არანაირი პოლიტიკური წონა ამ დოკუმენტებს არ აქვს, თუმცა ჩვენთვის მიუღებელია თუნდაც სამი ევროპარლამენტარი ასეთი ფორმით ესხმოდეს ჩვენს ქვეყანას და საზოგადოებას სრულიად უსაფუძვლოდ, სრულიად ტყუილებზე დაფუძნებით და უპასუხოდ დავტოვოთ თუნდაც მათი ასეთი კამპანიები ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ, რომელიც უკვე რამდენი წელიწადია მიმდინარეობს”, - აღნიშნა ბოჭორიშვილმა.




























