მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

FDI არ არის მთავარი ინდიკატორი, რომლითაც ეკონომიკის სიჯანსაღე განისაზღვრება - დავითაშვილი

ეკონომიკის სამინისტრო

ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, პირდაპირი უცხოური ინვესტიციები ეკონომიკის სიჯანსაღის განმსაზღვრელი მთავარი ინდიკატორი არ არის. ამის შესახებ ლევან დავითაშვილმა პირველ კვარტალში ინვესტიციების შემცირებულ მაჩვენებელზე დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

ვიცე-პრემიერი განმარტავს, რომ ინვესტიციები კომპლექსური საკითხია და ამის ანალიზი კომპლექსურად უნდა მოხდეს. დავითაშვილი აცხადებს, რომ FDI-ს შემცირება პირველ კვარტალში მათ შორის, გასულ წელს ერთჯერადი ტრანზაქციის ფაქტორიდან გამომდინარეობს.

„პირდაპირი უცხოური ინვესტიციები ძალიან კომპლექსური საკითხია, რომელიც ასე მარტივად - გაიზარდა ერთი რიცხვი და შემცირდა - მეორე, არ იზომება. ძალიან ბევრი ქვეყანა ამის აღრიცხვას და საჯარო კომუნიკაციას არ ახდენს იქიდან გამომდინარე, რომ ეს ძალიან კომპლექსურია და ამას უფრო ღრმა ანალიზი სჭირდება, რაზეც ჩვენ რამდენჯერმე საზოგადოებასთან და ბიზნესწრეებთან საუბარი რამდენჯერმე გვქონდა და როდესაც ანალიზს ვახდენთ, იქ მკაფიოდ ჩანს, რომ შეიძლება ერთჯერადი ტრანზაქციები გასულ წელს კონკრეტულად ერთჯერადი შესყიდვა ძირითადი გამომწვევი იყოს, რის გამოც ჩვენ წელს გვქონდა შემცირება.

ასევე შინაარსობრივად პირდაპირი უცხოური ინვესტიციები ეს ხშირ შემთხვევაში კაპიტალთან და სესხთან დაკავშირებული ან კაპიტალის გასტუმრებასთან, სესხის შემცირებასთანაა დაკავშირებული. ეს არ არის მთავარი ინდიკატორი, რომლითაც ეკონომიკის სიჯანსაღე და მდგომარეობა განისაზღვრება. რაც შეეხება ჩვენს ეკონომიკურ მდგომარეობას, ვფიქრობთ, რომ საკმაოდ ჯანსაღი მაკროეკონომიკური პარამეტრები გვაქვს 2024 წელსაც და ეკონომიკური ტენდენციები დადებითია და პროგნოზის ძალიან დადებითია“, - განაცხადა მინისტრმა.

I კვარტალში 201 მილიონი დოლარის მოცულობის პირდაპირი უცხოური ინვესტიციები შემოვიდა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 365 მილიონი დოლარით, ანუ 64%-ით ნაკლებია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები