მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ფინანსური სტაბილურობის კომიტეტის სხდომა, რომელიც ხვალ უნდა გამართულიყო, გადაიდო

ეროვნული ბანკი

საქართველოს ეროვნული ბანკის ფინანსური სტაბილურობის კომიტეტის სხდომა, რომელიც ხვალ უნდა გამართულიყო, ორი კვირით გადაიდო.

BMG სხდომის გადადებით მიზეზებით დაინტერესდა.

"ფინანსური სტაბილურობის კომიტეტმა მიიღო გადაწყვეტილება, სხდომის ორი კვირით გადადებასთან დაკავშირებით. კომიტეტი ელოდება სტატისტიკური ინფორმაციის განახლებას, რომელიც კომიტეტის შესაძლო გადაწყვეტილებაში უნდა აისახოს“, - მოგვწერეს ეროვნული ბანკიდან.

ფინანსური სტაბილურობის კომიტეტის სხდომა 11 ოქტომბერს ჩატარდება.

ეროვნულ ბანკში ამბობენ, რომ „ფინანსური სტაბილურობის კომიტეტის გადაწყვეტილებით, სხდომა ადრეც არაერთხელ გადადებულა“. 

ფინანსური სტაბილურობის კომიტეტი იკრიბება კვარტალში ერთხელ, წინასწარ დადგენილი კალენდრის შესაბამისად. განსაკუთრებულ შემთხვევებში შეიძლება მოწვეულ იქნეს რიგგარეშე სხდომა.

კომიტეტის შემადგენლობაში შედიან ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, ვიცე-პრეზიდენტები, შესაბამისი დეპარტამენტებისა და განყოფილებების ხელმძღვანელები. კომიტეტს ხელმძღვანელობს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი.

ფინანსური სტაბილურობის კომიტეტი შექმნილია "საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ" ორგანული კანონით საქართველოს ეროვნული ბანკისათვის განსაზღვრული ფუნქციების შესაბამისად. კომიტეტის მთავარი ამოცანაა შეაფასოს და გააანალიზოს ფინანსური სტაბილურობის რისკები და შეიმუშაოს შესაბამისი პოლიტიკა მათ აღმოსაფხვრელად ან შესამცირებლად. პოლიტიკის შემუშავებისას კომიტეტი ასევე ითვალისწინებს აღნიშნული პოლიტიკის გავლენას მონეტარული პოლიტიკის ისეთ მიზნებზე, როგორიცაა ფასების სტაბილურობა და ეკონომიკური აქტივობის ხელშეწყობა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები