მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

Fitch-მა საქართველოს რკინიგზის რეიტინგი უცვლელად, "BB-" დონეზე დაადასტურა

საქართველოს რკინიგზა მატარებელი

სარეიტინგო სააგენტო "Fitch"-მა "საქართველოს რკინიგზის" საკრედიტო რეიტინგი უცვლელად, "BB-" დონეზე დაადასტურა. ასევე უცვლელია რეიტინგის პროგნოზი "სტაბილური".

Fitch-მა საქართველოს რკინიგზის საკრედიტო რეიტინგი 2024 წლის დეკემბერში "პოზიტიურიდან" სტაბილურამდე შეამცირა და ამ დრომდე სწორედ ამ მოლოდინს ინარჩუნებს.

Fitch-ი აღნიშნავს, რომ საქართველოს რკინიგზა, როგორც საქართველოში სარკინიგზო ინფრასტრუქტურისა და სარკინიგზო სერვისების მთავარი მიმწოდებელი წარმოადგენს ქვეყნის ერთ-ერთ სტრატეგიულად მნიშვნელოვან ობიექტს, ამიტომაც მის რეიტინგს სახელმწიფოს სუვერენულ რეიტინგზე ერთი საფეხურით დაბლა ინარჩუნებენ.

Fitch-ი მიუთითებს, რომ საქართველოს რკინიგზის ვალდებულებებს შორის უმთავრესია 500 მლნ აშშ დოლარის ოდენობის ევროობლიგაცია, რომელიც 2028 წელს უნდა დაიფაროს, კომპანიის ვალდებულებების მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენს, რაც მას რეფინანსირების და სავალუტო რისკების წინაშე აყენებს. თუმცა GR-ის შემოსავლების სტრუქტურა, რომელიც ძირითადად აშშ დოლარსა და შვეიცარიულ ფრანკში გამოიხატება, ამ რისკებს ბუნებრივად აზღვევს.

Fitch-ი ასევე აღნიშნავს, რომ GR-ის ოპერაციული ეფექტიანობა დამოკიდებულია გარე ეკონომიკურ ფაქტორებზე და პერსონალის ხარჯებზე, რომლებიც საოპერაციო ხარჯების თითქმის ნახევარს შეადგენს. მიუხედავად იმისა, რომ კომპანია გეგმავს ოპერაციების გატარების ოპტიმიზაციას, სტრუქტურული გამოწვევები კვლავ რჩება.

წელს კომპანია მოელის, რომ დასტაბილურდება მისი ფინანსური EBITDA მაჩვენებელი და ის 208 მილიონ ლარს მიაღწევს (2024-ში 205 მლნ ლარი).

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები