ეროვნული ბანკის მიერ დღეს გამოქვეყნებული სტატისტიკის მიხედვით, 2025 წლის აგვისტოში ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობა 10.7%-ით გაიზარდა და 321.5 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.
2025 წლის აგვისტოში ამერიკიდან გზავნილებმა 59.3 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 16.8%-იანი ზრდაა. მეორე ადგილზე კვლავ იტალიაა 8.2% ზრდით და 53.3 მლნ აშშ დოლარით.
კლების ტენდენცია შეინიშნება რუსეთის ფედერაციიდან გამოგზავნილ გზავნილებში – აგვისტოში აღნიშნული მოცულობა 2.9%-ით შემცირდა და 41.3 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.
იმ ქვეყნების ჩამონათვალში, საიდანაც აგვისტოში ყველაზე მეტი ფულადი გზავნილი გადმოირიცხა, გზავნილები ყველაზე მეტად ყირგიზეთიდან 41%-ით გაიზარდა და 11.1 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.
ფულადი გზავნილები აგვისტო - TOP-10 ქვეყანა:

ცნობისთვის, 2025 წლის აგვისტოში საქართველოდან საზღვარგარეთ 35.7 მლნ აშშ დოლარი (ანუ 96.4 მლნ ლარი) გადაიგზავნა, რაც 2024 წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 7.8%-ით მეტია (აგვისტო 2024 – 33.1 მლნ დოლარი).




























