მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გადაწყვეტილების მიმღებებს აუცილებლად მოგიწევთ პასუხის გაცემა - ილიაუნის რექტორი

ნინო დობორჯგინიძე

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორი ნინო დობორჯგინიძე განათლების სამინისტროს მიერ სახელმწიფო უნივერსიტეტებზე ფაკულტეტების მიხედვით კვოტების განაწილების გადაწყვეტილებას ეხმიანება და აცხადებს, რომ უწყებამ ყველა საკითხი განათლების ექსპერტების პროცესში ჩართვის გარეშე გადაწყვიტა.

ილიას უნივერსიტეტში მხოლოდ პედაგოგიკა და STEM პროგრამები დარჩება - მიქანაძე

"უმაღლესი განათლების დანგრევას, საერთაშორისო რეიტინგებით ყველაზე წარმატებული დარგების მოსპობას, ცოდნის ეკონომიკის ნაცვლად ბიზნესის მომარაგებას იაფფასიანი მომსახურე პერსონალით და გამოთავისუფლებული შენობების გაყიდვას არ დასჭირდა განათლების ექსპერტების ჩართვა პროცესში, ისე შეთანხმდნენ ერთმანეთში.

გადაწყვეტილების მიმღებებს აუცილებლად მოგიწევთ პასუხის გაცემა საუნივერსიტეტო საზოგადოებისთვის - არა მხოლოდ ახლა!

p. s. საბჭოები ახლა იკრიბებიან", - წერის ნინო დობორჯგინიძე Facebook-ის პირად გვერდზე.

საქართველოს სახელმწიფო უნივერსიტეტებში სტუდენტთა მიღების კვოტები ახალი, „ერთი ქალაქი - ერთი ფაკულტეტის“ პრინციპით განაწილდა. "ოცნების" მთავრობაში განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის, გივი მიქანაძის განცხადებით, რეფორმა მიზნად ისახავს უმაღლესი განათლების მორგებას შრომის ბაზრის რეალურ მოთხოვნებზე, რომელიც დღეს „შემაშფოთებლად აცდენილია“. მინისტრის განცხადებით, უნივერსიტეტებმა განაწილების შესახებ ბრიფინგიდან გაიგეს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები