მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

გამოკითხვა ჩავატარეთ და მოსახლეობის გარკვეული ნაწილი ენდობა ჩინურ ვაქცინას - გამყრელიძე

6065c54b61f3c
ელენე გოგბერაშვილი
01.04.21 17:18
3575

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ 3 აპრილს საქართველო 100-100 ათას დოზა ჩინურ, "სინოფარმისა" და "სინოვაკის" ვაქცინას მიიღებს

იმ პირობებში, როცა საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილი "ასტრაზენეკას" ვაქცინასაც კი არ ენდობა, მედიის კითხვაზე, რატომ შემოაქვს საქართველოს მთავრობას ისეთი ჩინური ვაქცინა ქვეყანაში, რომელსაც მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ავტორიზაციაც კი არ აქვს, NCDC-ის ხელმძღვანელი ასე პასუხობს:

"რთული კითხვაა. ჩინურ ვაქცინასთან დაკავშირებით ბევრი მსჯელობა იყო. რა თქმა უნდა სინოფარმის ლეგალურად შემოტანა, საქართველოს კანონმდემლობით შესაძლებელია, როცა ერთ-ერთი მკაცრი მარეგულირებელი აღიარებს მისი პარალელური იმპორტით შემოტანას. ორივე ვაქცინაზე მალე უნდა იყოს ჯანმოს ავტორიზაცია. დიდი დეფიციტია ვაქცინების.

ჩვენ თუ არ დავაჩქარეთ ვაქცინააციის პროცესი ქვეყანაში, ისე პანდემიას ვერ დავასრულებთ. რაც შეეხება ჩინურ ვაქცინას, გამოკითხვები ჩატარებული გვაქვს და მოსახლეობის გარკევული ნაწილი ენდობა ამ ტრადიციული მეთოდით დამზადებულ ვაქცინას. მოსახლეობას ექნება არჩევანი. მათ შეეძლებათ ასტრაზენეკა აირჩიონ, ან თუ გვექნა დამატებითი დოზები ფაზიერი აირჩიონ, აირჩიონ ჩინური.

ის, რომ ცუდია და ადამცველობითი უნარი აქვს, ამაზე არსებობს კვლევები. მათ შორის მეზობელ ქვეყნებში ის გამოიყენება წარმატებით. შეგვიძლია ვისაუბროთ, განვიხილოთ ეს საკითხი, მაგრამ ის, რომ ვაქცინაცია აუცილებელია, ეს განსჯას არ ექვემდებარება"-აცხადებს ამირან გამყრელიძე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები