მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

განათლების სამინისტრო ინდოეთში გაცვლითი და სადოქტორო პროგრამების განხორციელებას განიხილავს

განათლების მინისტრი ინდოეთში

განათლების სამინისტრო ინდოეთში გაცვლითი და სადოქტორო პროგრამების განხორციელებას განიხილავს. ამის შესახებ უწყების მიერ გავრცელებული ინფორმაციიდან ირკვევა.

აღსანიშნავია, რომ "ოცნების" განათლების მინისტრი ალექსანდრე წულაძე ინდოეთში იმყოფება, სადაც მის ინდოელ კოლეგას შეხვდა.

როგორც განათლების სამინისტრო იტყობინება, მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და ინდოეთს შორის საგანმანათლებლო კავშირებისა და ინსტიტუციურ დონეზე თანამშრომლობის გაღრმავების საკითხები.

"საუბარი შეეხო უნივერსიტეტებს შორის თანამშრომლობის გაფართოებას, ერთობლივი გაცვლითი და სადოქტორო პროგრამების განხორციელებას, ასევე, საერთო პუბლიკაციების მომზადებას.

თავის მხრივ, სუკანთა მაჯუმდარმა დადებითად შეაფასა საქართველოს განათლების სისტემაში მიმდინარე პროექტები, მადლობა გადაუხადა მინისტრს თანამშრომლობისთვის და საქართველოსთან პარტნიორობის გაღრმავების მზაობა გამოთქვა.

შეხვედრაში ასევე მონაწილეობა მიიღეს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილეებმა ანა მღებრიშვილმა, ბაია კვიციანმა, საქართველოს ელჩმა ინდოეთში ვახტანგ ჯაოშვილმა და კონსულმა ქეთევან ლაგვილავამ", - წერია უწყების პრესრელიზში.

ცნობისთვის, ინდოეთი საქართველოში უცხოელი სტუდენტების რაოდენობით პირველ ადგილს იკავებს.

ყაზახეთში გაცვლითი პროგრამებით საქართველოდან ყოველწლიურად ხუთი სტუდენტი ისარგებლებს

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები