მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

განათლების სექტორს დასავლელი პარტნიორებისგან არავითარი დაფინანსება არ შეჩერებია - მინისტრი

განათლების სამინისტრო

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გიორგი ამილახვარი ამბობს, რომ განათლების სექტორს ევროპელი და დასავლელი პარტნიორებისგან დახმარება არ შეჩერებია. ამის შესახებ მან მთავრობის სხდომის შემდეგ, ჟურნალისტებთან განაცხადა.

მინისტრს ჰკითხეს აშშ-ის მიერ საქართველოს მთავრობისთვის 95 მილიონი დოლარის პირდაპირი დახმარების შეჩერება ეხება თუ არა განათლების მიმართულებასაც.

"განათლების სექტორს არავითარი დაფინანსება, რომელიც აქამდე ჩვენი ევროპელი თუ დასავლელი პარტნიორებისგან ჰქონდა, არ შეჩერებია არც ერთი მიმართულებით", - განაცხადა გიორგი ამილახვარმა.

ამასთან, მან არ უპასუხა კითხვას, როგორც მთავრობის წევრი, იღებს თუ არა პასუხისმგებლობას დახმარების შეჩერებაზე და აპირებს თუ არა საქართველოს მთავრობა აშშ-სთან ურთიერთობის გადატვირთვისთვის რეალური ნაბიჯების გადადგმას.

"ამაზე იცით ჩვენი პოზიცია, პრემიერ-მინისტრს, მთავრობას არაერთხელ განუცხადებია და დამატებით ვერაფერს გიპასუხებთ. რაზე უნდა ავიღო პასუხისმგებლობა?",- განაცხადა მინისტრმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები