მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"განვიხილავთ სხვადასხვა სექტორული მიმართულებით სტრატეგიულ პარტნიორობას" - მაკა ბოჭორიშვილი აზერბაიჯანშია

მაკა ბოჭორიშვილი
17.01.25 10:32
367

საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტის შეხვედრისას განხილული იქნება ყველა ის მნიშვნელოვანი საკითხი, რაც ჩვენი ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებისთვის არის საჭირო, - ამის შესახებ აზერბაიჯანში ოფიციალური ვიზიტით მყოფმა მაკა ბოჭორიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

"ოცნების" საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, დღეს გაიმართება საქართველოსა და აზერბაიჯანის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის მეათე სხდომა, რაც ორი ქვეყნის პრემიერ-მინისტრების ხელმძღვანელობით მოქმედი ძალიან მნიშვნელოვანი ფორმატია.

„კომისიის სხდომაში მონაწილეობას მიიღებენ საქართველოსა და აზერბაიჯანის მთავრობის წევრები. რა თქმა უნდა, ჩვენ განვიხილავთ ყველა იმ საკითხს, რაც არის ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებში, განსაკუთრებით სხვადასხვა სექტორული მიმართულებით სტრატეგიულ პარტნიორობას, რომელიც აზერბაიჯანთან გვაკავშირებს. რა თქმა უნდა, შეხვედრები გაიმართება უმაღლეს დონეზე, იქნება საქართველოს პრემიერ-მინისტრის შეხვედრა აზერბაიჯანის პრეზიდენტთან და ყველა ის მნიშვნელოვანი საკითხი, რაც ჩვენი ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებისთვის არის საჭირო, განხილული იქნება ამ ფორმატში“, - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

როგორია ეკონომიკური კავშირი აზერბაიჯანთან, სადაც ორი ქვეყნის მთავრობათაშორისი კომისიის სხდომა იგეგმება

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები