მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გასულ წელს, მსხვილფეხა პირუტყვის ექსპორტი დავიწყეთ - "აგროქიზიყი"

620678378456a
მარიამ ვარადაშვილი
11.02.22 21:04
1298
მსხვილფეხა და წვრილფეხა პირუტყვის ექსპორტიდან 2021 წელს მიღებული შემოსავალი თითქმის 60 მლნ აშშ დოლარს აღწევს. BMG-მ საქსტატიდან ყველაზე მსხვილი ექსპორტიორი კომპანიების ჩამონათვალი გამოითხოვა. მიღებული ინფორმაციით ირკვევა, რომ ერთ-ერთი მსხვილი ექსპორტიორი "აგროქიზიყია”, რომელიც როგორც მსხვილფეხა, ისე წვრილფეხა პირუტყვის ექსპორტს სხვადასხვა ქვეყანაში ახორციელებს.

“აგროქიზიყის” ხელმძღვანელი ბექა გონაშვილი ამბობს, რომ წელს პროდუქციის ექსპორტი გაიზარდა. რაც შეეხება საექსპორტო ბაზრებს, საქონელი ძირითადად საუდის არაბეთსა და ქუვეითში გაჰყავთ.

“ცხვარი ექსპორტზე დუბაისა და საუდის არაბეთში გავიყვანეთ. რაც შეეხება მსხვილფეხა პირუტყვს, ისინი ეგვიპტესა და ლიბიაში გაგვყავს. ხორცის ექსპორტიც გვაქვს. ამ შემთხვევაში მათი ბაზრები კატარი და ომანია. გასულ წელს ესენი იყო ჩვენი საექსპორტო ბაზრები. მსხვილფეხა პირუტყვის ექსპორტი შარშან დავიწყეთ. 2020 წელს პანდემიის გამო ყველაფერი ჩაიკეტა, ბუნებრივია, მოთხოვნაც შემცირდა და პირუტყვის გაყვანაც გართულებული იყო, მაგრამ წლის ბოლოდან მოთხოვნა იზრდებოდა, ხოლო 2021 წელს უკვე დიდი რაოდენობით გავიდა ექსპორტზე”, - ამბობს გონაშვილი.

“აგროქიზიყი” საკუთარ ფერმაში გაზრდილ საქონელთან ერთად საექსპორტო საქონელს ყიდულობს კიდეც. როგორც გონაშვილი ამბობს, ადგილობრივი ფერმერებისგან ნაყიდ პირუტყვს დეტალურად ამოწმებენ სხვადასხვა დაავადებაზე და სწორედ ამის შემდეგ ხდება მათი ექსპორტი.

“აგროქიზიყი” საქონლის საკვებსაც აწარმოებს და მომავალში ექსპორტის ამ მიმართულების განვითარებასაც გეგმავს.
სად გადის საქართველოდან მსხვილფეხა/წვრილფეხა პირუტყვი - უმსხვილესი ექსპორტიორი კომპანიები

სად გადის საქართველოდან მსხვილფეხა/წვრილფეხა პირუტყვი - უმსხვილესი ექსპორტიორი კომპანიები

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები