მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გულედანის თქმით, სებ-მა ოქრო სავარაუდოდ, სანქციების გამო იყიდა

მარინა გულედანი

კაპიტალის ბაზრის სპეციალისტი მარინა გულედანი ამბობს, რომ ეროვნული ბანკის მიერ ოქროს შეძენა, სავარაუდოდ საერთაშორისო სანქციების მოლოდინს უკავშირდებოდა. გულედანის თქმით, სხვა სანქცირებული ქვეყნების გამოცდილება აჩვენებს, რომ ისინი რეზერვებს ოქროში ან დოლარის ნაცვლად სხვა ვალუტაში ინახავენ.

"ჩემი გადასახედიდან თუ ელოდები სანქციებს და იმას, რომ დოლარზე წვდომა შეგიმცირდება ამ რისკების მიმართ ოქრო ძალიან ლოგიკური პასუხია. მე როგორც მომხმარებელმა შეიძლება არ ვიცოდე რომ არჩევნების შემდეგ გამოაცხადებ ევროპაში არ მივდივარო. აქაც ძალიან ცხადია ეროვნული ბანკის დამოკიდებულება და კოორდინაცია ხელისუფლებასთან. გადავხედოთ რას აკეთებენ სხვა სანქცირებული ქვეყნები, მათ უწევთ სხვა კლასის აქტივებზე ან სხვა ქვეყნების ვალუტებზე გადასვლა იმიტომ, რომ სანქციების გამო დასავლურ ვალუტებზე წვდომა ეზღუდებათ. ჩემთვის მაგალითად ამას ნიშნავს. თავს ვერ დავდებ, მაგრამ ეროვნული ბანკის ქმედებების ერთობლიობა დიდი ალბათობით ამ კონტექსტში მოაზრება", - ამბობს გულედანი.

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა სავალუტო რეზერვებს წელს პირველად შემატა მონეტარული ოქრო, $500 მილიონის ღირებულების შვიდი ტონა ოქრო სებ-მა აპრილში იყიდა. 31 ოქტომბრის მდგომარეობით ეროვნული ბანკის ოქროს რეზერვები 627 მლნ დოლარამდეა გაზრდილი. ზრდა საერთაშორისო ბაზარზე ოქროზე ფასის მატებას უკავშირდება. დღეის მდგომარეობით უნცია ოქროს ფასი 2600 დოლარს აჭარბებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები