უსაფუძვლოა ქართული ღვინის კომპანიების შეყვანა კონკრეტულ სიაში, - დღეს კვლავ გაიმეორა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის იმ კითხვის საპასუხოდ, რომელიც მისი სპეცწარმომადგენლის რუს კოლეგასთან პირველ შეხვედრას შეეხებოდა. მთავრობის მეთაურმა იმედი გამოთქვა, რომ რუსეთი ღვინის ქართულ კომპანიებთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებას შეცვლის.
„აბსოლუტურად უსაფუძვლოა ქართული კომპანიების შეყვანა კონკრეტულ სიაში. შესაბამისად, ჩვენი მოლოდინია, რომ უმაღლესი ხელისუფლება დაინტერესდება ამ ყველაფრით, ამ უსაფუძვლო გადაწყვეტილებით და იმედი გვაქვს, ეს გადაწყვეტილება შეიცვლება,“- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა გიორგი ზურაბაშვილმა განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციის წარმომადგენელ მიხაილ გალუზიანთან შეხვედრის მთავარი და პრინციპული საკითხი იყო ქართული ღვინის დაბრუნება რუსეთის ბზარზე. მისი თქმით, 7 კომპანია, რომელიც დასანქცირებულია რუსეთის მიერ, იმედი ჰქონდა, რომ მათ შეზღუდვები ამ შეხვედრის შემდეგ მოეხსნებოდათ, მაგრამ ნაცვლად ამისა მიხეილ გალუზინმა მას აცნობა, რომ კიდევ ორი ქართული ღვინის კომპანიის დასანქცირებას აპირებენ.
მეორე დღეს, განცხადება გააკეთა ირაკლი კობახიძემაც და თქვა, რომ ქართულ მხარეს მოლოდინი ჰქონდა, რომ რუსეთი ქართულ კომპანიებს სასანქციო სიიდან ამოიღებდა, რადგან შესაბამისი დაპირება "რუსეთ-საქართველოს ბიზნესსაბჭოს" თავმჯდომარის - იური ბალაშოვისგან ჰქონდათ მიღებული.
გვქონდა დაპირება, რომ რუსეთი შვიდივე ქართულ კომპანიას სანქციებს მოუხსნიდა - კობახიძე
























