ამა წლის 6-18 მარტს საერთაშორისო სავალუტო ფონდის (სსფ) მისიამ, ბატონი მეთიუ გერთნერის მეთაურობით, საქართველოსთან "მეოთხე მუხლით" გათვალისწინებული კონსულტაციები წარმართა. ვიზიტის დასასრულს გამოქვეყნებული ეს განაცხადი მისიის ძირითად დასკვნებს და რეკომენდაციებს აჯამებს.
სსფ-ის მისია საქართველოში ფონდის IV მუხლის დებულების მიხედვით პერიოდულად ხორციელდება და მისი მიზანი საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ საქართველოში არსებული მაკროეკონომიკური მდგომარეობის, ქვეყნის ფისკალური და მონეტარული პოლიტიკის შეფასებაა.
„საქართველოს ეკონომიკამ მედგრად გაუძლო მრავალ შოკს, კოვიდ 19 ის პანდემიიდან დაწყებული. გაზრდილმა ტურიზმმა, სატრანზიტო ვაჭრობამ, უკრაინაში რუსეთის ომით გამოწვეულმა მოვლენებმა და ხელისუფლების დროულმა რეაგირებამ საქართველოს ეკონომიკაზე პოზიტიური გავლენა იქონია. სამომავლოდ, გლობალური გარემოს გაურკვევლობა, სავარაუდოდ, შენარჩუნება მიმდინარე კონფლიქტებისა და გეოეკონომიკური ცვლილებების გამო. საქართველომ შოკებისადმი მედეგობა კვლავ უნდა გააძლიეროს გონივრული მაკროეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნებით და ზრდის პოტენციალის გაძლიერებით, გრძელვადიანი სტრუქტურული გამოწვევების გადაჭრით და ახალი ეკონომიკური შესაძლებლობების გამოყენებით.
პრიორიტეტად რჩება სახელმწიფო საწარმოთა რეფორმა, რაც მათგან მომდინარე ფისკალურ რისკებს შეზღუდავს და გაზრდის სახელმწიფო საწარმოთა ეფექტურობას;
ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობის გაძლიერება;
განათლების, ინფრასტრუქტურისა და მმართველობის გაუმჯობესება პროდუქტიულობის ამაღლებისა და ფესვგადგმული მაღალი უმუშევრობისა და ეკონომიკური უთანასწორობის აღმოსაფხვრელად.
ბოლოდროინდელი ვითარება, პერსპექტივა და რისკები უკრაინაში ომით გამოწვეული ფინანსური ნაკადები მცირდება, მაგრამ ომის წინა პერიოდის მაჩვენებლებს კვლავ აღემატება. ისინი მაღალი ეკონომიკური მაჩვენებლების შენარჩუნებას უწყობენ ხელს.
2023 წელს ეკონომიკის ზრდის 7.5%-იანი ტემპი, ქვეყნის ზრდის ტრენდის მაჩვენებელს აღემატებოდა. ზრდას ხელს უწყობდა ტურიზმი, ვაჭრობა, მშენებლობა, და ფინანსური მომსახურება, ასევე მაღალი ინვესტიციები. 2024 წელს მოსალოდნელია ზრდის ტემპის კლება წლიურ 5.7%-მდე.
მოხმარება, რასაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს ხელფასების ზრდა რეალურ გამოსახულებაში, ასევე, დასაქმების ზრდა, ეკონომიკის ზრდის მამოძრავებელი იქნება. საშუალოვადიან პერიოდში, ველით, რომ ეკონომიკის ზრდის ტემპი, თვის პოტენციურ მაჩვენებელს, წლიურ 5%-ს დაუახლოვდება.
2023 წელს ინფლაციამ მკვეთრად იკლო. გასული წელი 0.4% წლიური ინფლაციის მაჩვენებლით დასრულდა. ამ გარემოებას ხელი შეუწყო ადგილობრივი ვალუტის, ლარის სიძლიერემ, დაბალმა სამომხმარებლო ფასებმა და მკაცრმა მონეტარულმა პოლიტიკამ.
საპასუხოდ, ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 275 საბაზისო პუნქტით დასწია 2023 წლის მაისიდან მოყოლებული და ამა წლის მარტში, 8.25%-ის დონეზე განსაზღვრა. 2024 წლის ბოლოსთვის ინფლაცია 4%-ს მიაღწევს: წინა წელს დაფიქსირებულ პოზიტიურ საგარეო შოკებს ინფლაციაზე გავლენა აღარ ექნება და მონეტარული პოლიტიკაც ნაკლებად მკაცრი იქნება. საშუალოვადიან პერიოდში ინფლაცია თავის საპროგნოზო მაჩვენებელს დაუბრუნდება.
წინასწარი გათვლებით, 2023 წელს მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი ისტორიულად დაბალ მაჩვენებელზე: მშპ-ს 4.5%-ზე, დაფიქსირდა. რუსეთიდან ელექტრონული ტრანსფერების კლება დაბალანსდა საქონლით ვაჭრობის დეფიციტის შემცირებით, რაც თავის მხრივ, იმპორტზე ფასების კლებამ განაპირობა.
2023 წელს მთლიანი საერთაშორისო რეზერვები 5 მილიარდი დოლარის დონეზე იყო, რაც ქვეყნის 3 თვის იმპორტის ოდენობას მცირედით აღემატება. 2024 წელს, საგადამხდელო ბალანსის მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის მშპ-ს 6%-მდე გაფართოებას ველით, რადგან ელექტრონული შემოდინებების და იმპორტის ზრდის ტემპის კლებას ვხედავთ. საშუალოვადიან პერიოდში მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი მშპ-ს 5.5%-ის დონემდე უნდა შენარჩუნდეს.
მომსახურების ვაჭრობის ბალანსის შემდგომ გაუმჯობესებას ველით.
2023 წელს ბიუჯეტის დეფიციტი (ბიუჯეტი მიერ გასესხებული თანხების ჩათვლით) მშპ-ს
2.4% იყო, თუმცა 2.8%-ის დონეზე იყო დაგეგმილი. ეს გადაჭარბება მაღალი შემოსავლებით იყო გამოწვეული. 2024 წლის ბიუჯეტი მშპ-ს 2.5% იქნება, და ეს მაჩვენებელი უკვე მოიცავს იმ გაზრდლ შემოსავლებს, რასაც ბანკებისთვის მოგების გადასახადის ზრდა და ახალი სათამაშო ბიზნესის გადასახადის შემოღებით იღებს ბიუჯეტი. შემოსავლები დაიხარჯება გაზრდილ ხელფასებზე, სოციალურ დახმარებებზე და კაპიტალურ ხარჯებზე, სახელმწიფოს ვალი მშპ-ს 40%-ზე ნაკლები იქნება
როგორც 2024 წელს ასევე საშუალოვადიან პერიოდში.
ეკონომიკის პერსპექტივის მიმართ, მეტწილად, დაღმავალ რისკებს ვხედავთ, თუმცა გარემო მნიშვნელოვანი გაურკვევლობით ხასიათდება როგორც ომთან დაკავშირებული მიგრანტების რაოდენობის, ასევე ფინანსური ნაკადების და გეოეკონომიკური ურთიერთობის ცვლილებების საკითხებზე. სავარაუდოდ, მრავალმა მიგრანტმა საქართველოში დაიდო ბინა, მიგრაციის, სავალუტო ნაკადების, ტურიზმის ტენდენციის ცვლილება ან სანქციების გაძლიერება, გეოეკონომიკური ფრაგმენტაციის ზრდა, მნიშვნელოვან რისკად რჩება საქართველოს ეკონომიკისთვის. დროის დაკარგვა, რეფორმების გეგმიდან ჩამორჩენა, ასევე დაღმავალი რისკია ეკონომიკისთვის. პოზიტიურ
რისკებს შორის არის: სატრანზიტო ვაჭრობის და ინვესტიციების ზრდა, ახალი სავაჭრო შესაძლებლობები, რომელსაც ეს ახალი სავაჭრო კორიდორები აჩენს. ასევე, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი, რაც ინვესტორებისთვის პოზიტიურ სიგნალს წარმოადგენს.
პოლიტიკის პრიორიტეტი
მაკროეკონომიკური და ფინანსური პოლიტიკა მიმართული უნდა იყოს ძლიერი, მდგრადი და ინკლუზიური ზრდის და მდგრადობის უზრუნველყოფაზე, გაურკვეველი გარემოს ფონზე; ასევე, ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე გადამწყვეტი პროგრესის მისაღწევად.
ფისკალური პოლიტიკა
საშუალოვადიან პერიოდში მიზანშეწონილია ფისკალური კონსოლიდაციის გაგრძელება, რაც არსებული ფისკალური წესის პირობებში საკმარისი მარაგების (ბუფერების) დაგროვების და პროდუქტიული ხარჯვის გაზრდის შესაძლებლობას შექმნის. ფისკალური დეფიციტის მშპ-ს 2-2.5%-ის დონეზე შენარჩუნება, საჯარო ვალის მშპ-ს 40 %-ზე დასტაბილურებას გახდის შესაძლებელს. თავის მხრივ, დეფიციტის მაჩვენებელი ფისკალური წესით დაშვებულზე დაბალი იქნება და რჩება ბუფერი, რაც უარყოფითი შოკების მატერიალიზების შემთხვევაში გამოსადეგი აღმოჩნდება.
საშუალოვადიანი შემოსავლების სტრატეგია ბიუჯეტის დეფიციტის კორექტირების ზემოაღნიშნულ გზას უნდა შეესაბამებოდეს. ამავე მიზანს ემსახურება შემოსავლების ადმინისტრირების შემდგომი გაუმჯობესება და საგადასახადო შეღავათების გადახედვა, ხარჯვითი პროექტების პრიორიტეტიზაცია და ხარჯვის ეფექტურობის ამაღლება.
სახელმწიფო საწარმოთა რეფორმისა და განახლებადი ენერგიის განვითარების 2022 წლის ბოლოს მიღებული სტრატეგიების განუხრელი განხორციელება, ამ საწარმოთა პროდუქტიულობის ზრდისთვის, ფისკალური რისკების შესაზღუდად და სახელმწიფო საწარმოთა მფლობელობის სახელმწიფო პოლიტიკის ევროკავშირის პრინციპებთან დასაახლოებლად არის საჭირო.
• სსფ-სთან შეთანხმებული და 2022 წელს მიღებული რეფორმის სტრატეგიის შესაბამისად, სახელმწიფო საწარმოთა შესახებ კანონმა უნდა უზრუნველყოს ფინანსთა სამინისტროსთვის ყველა იმ სათანადო უფლებამოსილების მინიჭება, რაც მას ფისკალური რისკების მონიტორინგის და აცილების, ძლიერი ზედამხედველის როლის შესასრულებლად სჭირდება. მკაცრად უნდა გაიმიჯნოს სახელმწიფოს აქციონერის, მარეგულირებლის და პოლიტიკის წარმართვის ფუნქციები, ინტერესთა კონფლიქტის თავიდან აცილების მიზნით. საჭიროა გაძლიერდეს ძალისხმევა ეკონომიკაში სახელმწიფოს როლის შესამცირებლად.
• ელექტროენერგიის ბაზარი, რომლის გახსნაც რამდენჯერმე გადაიდო, უნდა გაიხსნას. ენერგეტიკის მხარდამჭერი სქემის დამატებითი მოცულობა სიმძლავრზე განახლებული მოთხოვნისა და მიწოდების პროგნოზების საფუძველზე უნდა განისაღვროს. ამასთან, ახალი სიმძლავრეების საჭიროება უნდა შემცირდეს იმ ძველი პროექტების მოცულობით, რომელთა განხორციელება არსებული კონტრაქტების მიხედვით უკვე მიმდინარეობს.
ფისკალური რისკების შეზღუდვის მიზნით, ძველი პროექტები, რომელთა განხორციელება წინ არ მიდის, უნდა შეწყდეს, ხოლო სქემის ხარჯებმა არ უნდა შექმნან დამატებითი ფისკალური რისკი.
მონეტარული და გაცვლითი კურსის პოლიტიკა
ინფლაციის სებ-ის ინფლაციის სამიზნე მაჩვენებელთან დაახლოება მოითხოვს ეტაპობრივ და ფრთხილ მიდგომას პოლიტიკის განაკვეთების შემდგომი შემცირების მიმართ. მიუხედავად იმისა, რომ საერთო ინფლაცია დაბალია, ის 2024 წლის განმავლობაში მიაღწევს სებ-ის 3%-იან მიზანს. განაკვეთების შემდგომი შემცირება უნდა იყოს მონაცემების საფუძველზე და გადაწყვეტილების მიღების პროცესი მკაფიოდ უნდა იყოს ახსნილი დაინტერესებული აუდიტორიისთვის, რათა შეძლოს მონეტარული შემსუბუქების ტემპთან დაკავშირებული მოლოდინების მართვა.
გაცვლითი კურსის მოქნილობის შენარჩუნება და რეზერვების დაგროვება უარყოფითი გარე შოკებისგან თავის დასაცავად არის საჭირო. გარე შემოდინების კლების და სარეზერვო დაფარვის სასურველზე დაბალი მაჩვენებელზე შენარჩუნების პირობებში, რეზერვების შემდგომი, საშუალების მიხედვით, დაგროვებაა საჭირო, შემდგომი ბუფერების შესაქმნელად. სებ-ი სავალუტო ბაზარზე მხოლოდ ბაზრის ზედმეტი რყევების თავის ასაცილებლად უნდა ჩაერიოს.
ეროვნული ბანკის მმართველობისა და დამოუკიდებლობის გაძლიერება აუცილებელია მონეტარული პოლიტიკის სანდოობისთვის. ამასთან დაკავშირებით, სებ-ის კანონში უნდა შეტანილი იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1) უზრუნველყოფილი იყოს ეროვნული ბანკის სამეთვალყურეო საბჭოში არააღმასრულებელი წევრების უმრავლესობა, 2) დაზუსტდეს და განმტკიცდეს ადგილმონაცვლეობითი წესი; ასევე საბჭოს წევრების კვალიფიკაციის კრიტერიუმები, და 3) მართვის არსებული საპრეზიდენტო მოდელი შეიცვალოს
კოლეგიალურ გადაწყვეტილებებზე დაფუძნებული მართვის მოდელით.
ფინანსური სექტორის მდგრადობა
საბანკო სისტემა კარგად კაპიტალიზებული, მოგებიანი და ლიკვიდურია, თუმცა კვლავაც კონცენტრირებული და დოლარიზებულია. მაღალი გაურკვევლობა სავალუტო შემოდინებისა და გლობალური ფინანსური პირობების ირგვლივ, სესხის ზარალის ადეკვატური რეზერვებისა და კაპიტალის ბუფერების შენარჩუნებას მოითხოვს.
მიუხედავად იმისა, რომ ეროვნული ბანკი მაკროპრუდენციალურ ზომებს იყენებს კონცენტრაციისა და დოლარიზაციის რისკების შესარბილებლად, ამ სტრუქტურული საკითხების გრძელვადიანი მოგვარება შესაძლებელია მხოლოდ საბანკო სისტემაში კონკურენციის გაუმჯობესებით და მაკროეკონომიკური პოლიტიკის ჩარჩოების გაძლიერებით, რაც ხელს შეუწყობს სტაბილურ ზრდას და სტაბილურ ინფლაციას.
მუდმივი სიფხიზლეა საჭირო ფინანსური სექტორის რისკების მიმართ, მათ შორის კაპიტალის შემოდინების, ვირტუალური აქტივებისა და სანქციების მიმართ. ვირტუალური აქტივების სერვისის პროვაიდერებისა და ციფრული ბანკების სათანადო ლიცენზირება, რეგულირება და ზედამხედველობა მოითხოვს ძლიერ AML/CFT კონტროლს ფინანსური პასუხისმგებლიანობის, რეპუტაციის და ქცევითი რისკებისგან დასაცავად, ტრანსსასაზღვრო სავალუტო და კრიპტოტრანზაქციების დიდი მოცულობის გათვალისწინებით.
სტრუქტურული რეფორმები
უფრო ძლიერი, მეტად ინკლუზიური და სამუშაო ადგილებით მდიდარი ზრდა განათლების, პროდუქტიულობის, ინფრასტრუქტურისა და მმართველობის გაზრდას მოითხოვს. სწავლებისა და ტრენინგის ხარისხის ამაღლება და სოფლის მეურნეობის პროდუქტიულობის ზრდა, მათ შორის მიწის რეგისტრაციის და მართვის გაუმჯობესებით, შეიძლება დაეხმაროს ფესვგადგმული მაღალი უმუშევრობის და სოფლის სამუშაო ძალის დაბალი მონაწილეობის პრობლემის აღმოფხვრას. ტრანსპორტში, ლოგისტიკას და ენერგეტიკაში ინვესტიციების პრიორიტეტიზაცია სავაჭრო ხარჯების შემცირებას, ვაჭრობის დივერსიფიკაციას და რეგიონული კავშირის გაძლიერებას შეუწყობს ხელს.
მიუხედავად იმისა, რომ საქართველო რეგიონში და ევროკავშირის კანდიდატ ქვეყნებს შორის კანონის უზენაესობისა და კორუფციის არარსებობის კუთხით ლიდერია, ბოლო წლებში მმართველობის მაჩვენებლები გაუარესდა. მმართველობის სტანდარტების და კონკურენტუნარიანობის გასაუმჯობესებლად, საქართველომ უნდა გააძლიეროს სასამართლო სისტემა და გააძლიეროს ანტიკორუფციული სამსახური.
***
სსფ-ს მისიის წევრები მადლობას უხდის ქვეყნის ხელისუფლებას და კერძო და საჯარო სექტორის მრავალ წარმომადგენელს სტუმართმოყვარეობის და გულახდილი განხილვებისთვის.