მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ინტენსიურად მიმდინარეობს ატმის ჩაბარება" - სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე

ატამი

ატმის მოსავლის აღების და რეალიზების შუა პერიოდში ვართ, ინტენსიურად მიმდინარეობს ატმის ჩაბარება, - ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ თენგიზ ნასარიძემ განაცხადა. მისივე თქმით, შექმნილია სპეციალური საკოორდინაციო ჯგუფი, რომელიც უზრუნველყოფს მოსავლის დაბინავებისა და ექსპორტის მიმართულებით შეფერხებების შემთხვევაში მყისიერ რეაგირებას.

„ბოლო წლებია კახეთში ატამი ფერმერებისთვის მნიშვნელოვან საექსპორტო პროდუქტს წარმოადგენს. მნიშვნელოვანია, რომ წელს ყველა ხელშემწყობი პირობაა იმისთვის, რომ რეალიზება შეუფერხებლად მიმდინარეობდეს.

სახელმწიფოს მხრიდან მხარდაჭერილია ასევე შემნახველი ინფრასტრუქტურის შექმნა და გურჯაანის მუნიციპალიტეტში 30-40 ასეთი პუნქტი მუშაობს", - განაცხადა მინისტრის მოადგილემ და დასძინა, რომ "ეს მხარდაჭერა მომავალშიც გაგრძელდება“.

ცნობისთვის, საქართველოდან ატმის ექსპორტი 93%-ით გაიზარდა. ძირითადი სარეალიზაციო ბაზარი კვლავ რუსეთია.

ამასთან, როგორც თენგიზ ნასარიძემ აღნიშნა, მიმდინარე წელი გამორჩეულია სოფლის მეურნეობის პროდუქტების მოსავლიანობით, მათ შორისაა მოცვი, რომლის წარმოების და ექსპორტის რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა.

მოცვის 10%-ზე მეტი უკვე EU-შია ექსპორტირებული და 98% რუსეთში აღარ გადის - ასოციაცია

გარდა ამისა, მინისტრის მოადგილის განცხადებით, წლევანდელი წელი გამორჩეულია სტრატეგიული პროდუქტის - ხორბლის მოსავალიანობითაც. გაზრდილია, როგორც საჰექტრო მაჩვენებელი, ასევე მაღალია ხორბლის ხარისხიც. მისივე ცნობით, სავარაუდო მონაცემებით, წელს ხორბლის რეკორდული რაოდენობის მოსავალიც იქნება.

რა ღირს ადგილობრივი და იმპორტირებული ხორბალი? - ასოციაცია

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები