მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ისევ და ისევ თბილისი ევროპის დედაქალაქია! - მაიკლ როთი

ბუნდესტაგი

გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარე მაიკლ როთი თბილისში მიმდინარე მოქალაქეების მშვიდობიან საპროტესტო აქციას X-ზე ეხმიანება და წერს:

„ისევ, ისევ და ისევ: თბილისი ევროპის დედაქალაქია! ვამაყობ ქართველი ხალხით, რომელიც თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის მშვიდობიან დემონსტრაციას მართავს“.

უნდა აღინიშნოს, რომ 13-15 მაისს მაიკლ როთი საქართველოს ეწვევა.

გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარემ არაერთხელ გამოთქვა კრიტიკული შეფასება ე.წ. რუსულ კანონთან დაკავშირებით. მან აღნიშნა, რომ ბუნდესტაგის აბსოლუტური უმრავლესობა მკაცრად ეწინააღმდეგება კანონპროექტს და ირაკლი კობახიძეს მისი გაწვევისკენ მოუწოდა. ის ასევე გამოეხმაურა კანონის საწინააღმდეგო მშვიდობიანი აქციების დაშლას და დემონსტრანტებზე ძალადობას.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები