ჯანდაცვის მინისტრის, მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, საკადრო გადაწყვეტილებებს ახლო მომავალში მიიღებს. BM.GE-ის კითხვის პასუხად, მინისტრმა აღნიშნა, რომ შესაძლოა, ეს უახლოეს დღეებშიც მოხდეს.
“მოგეხსენებათ, მე მაქსიმალურად სიღრმისეულად ვეცნობი სისტემას, ამის მიხედვით ჩამოვყალიბდები, თუ რა არის საჭიროებები და რა არის კონკრეტული მიმართულებები. ამ საჭიროებების კვალდაკვალ მივიღებთ საკადრო გადაწყვეტილებებს. ეს იქნება ახლო მომავალში, შეიძლება უახლოეს დღეებშიც..”, - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ ცოტა ხნის წინ გამართულ ბრიფინგზე.
ცნობისთვის, მიხეილ სარჯველაძემ, რომელიც ჯანდაცვის მინისტრის პოსტი გასულ თვეს დაიკავა, მოადგილეებს შორის ხელახლა მხოლოდ თამარ გაბუნია დანიშნა. ილია ღუდუშაური და ირაკლი მხეიძე კი - აღარ. შესაბამისად, ამჟამად მინისტრს მხოლოდ ერთი მოადგილე ჰყავს.