მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჯო უილსონი საქართველოზე ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში პრეზიდენტის მომავალ მრჩეველს ესაუბრა

უილსონი უოლცი

რესპუბლიკელი კონგრესმენი, ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე ჯო უილსონი აცხადებს, რომ საქართველოს შესახებ აშშ-ის პრეზიდენტის მომავალ მრჩეველს ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, მაიკლ უოლცს ესაუბრა. ამის შესახებ უილსონი X-ზე წერს.

„მადლიერი ვარ დღეს ეროვნული უსაფრთხოების მომავალი მრჩევლის, მაიკლ უოლცის ხილვითა და მასთან საქართველოს ავტორიტარულ დაპატრონებასა და ჩინეთის კომუნისტური პარტიისგან მსოფლიოში თავისუფლებისთვის არსებულ საფრთხეზე მსჯელობით. მოუთმენლად ველი ჩვენი პარტნიორობის გაგრძელებას „მშვიდობისთვის, ძლიერების გზით“", - წერს ჯო უილსონი.

ცნობისთვის, მანამდე უილსონმა განაცხადა, რომ 199-ე მოწვევის კონგრესში "MEGOBARI აქტი" ხელახლა წარადგინა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები