მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ხელისუფლება კონტროლირებული სამოქალაქო სექტორის შექმნას ცდილობს - გიორგი კლდიაშვილი

გიორგი კლდიაშვილი

თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) დირექტორის გიორგი კლდიაშვილის შეფასებით, მოქმედი ხელისუფლება მაქსიმალურად კონტროლირებული და მის ნარატივზე მორგებული სამოქალაქო სექტორის შექმნას ცდილობს.

ამის შესახებ IDFI-ს დირექტორმა BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ ირაკლი კობახიძის იმ განცხადების კომენტირებისას თქვა, რომლის თანახმად, მთავრობა არასამთავრობოებისთვის საგრანტო პროგრამას შექმნის, რომელიც სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდება.

"რუსული კანონის“ გამო, დღის წესრიგში დგას დამოუკიდებელი სამოქალაქო სექტორის გაქრობის საკითხი და რა დაფინანსებაზეა საუბარი?!“, - ამბობს გიორგი კლდიაშვილი.

მისივე თქმით, ზოგადად, კარგია, როცა ხელისუფლება სამოქალაქო სექტორის გაძლიერებას მხარს უჭერს და დასავლეთის ქვეყნებში მსგავსი პრაქტიკა არსებობს, მაგრამ IDFI-ს დირექტორს არ სჯერა, რომ ხელისუფლება, რომელმაც „რუსული კანონი“ მიიღო და მესამე სექტორს უცხო ქვეყნის აგენტებს უწოდებს, ასეთი მიზანი ამოძრავებს.

„სახელმწიფოს მხრიდან დაფინანსების გაზრდა, ცხადია მისასალმებელია, მაგრამ აღსანიშნავია, რა გარემოებაში და რა ვითარებაში ხდება ეს ყველაფერი?! - როდესაც სამოქალაქო სექტორის და დამოუკიდებელი მედიის წინააღმდეგ სახელმწიფოს მხრიდან ყველანაირი შევიწროება ხდება, იღებენ „რუსულ კანონს“, რომელიც უზარმაზარ ჯარიმებს ითვალისწინებს და სამოქალაქო სექტორის და მედიის, განსაკუთრებით ონლაინმედიის გასანადგურებლად არის მიმართული, რასაც უკვე აღარც მალავენ, ცხადია, ამ ვითარებაში საუბარი სამოქალაქო სექტორის მნიშვნელობასა და მხარდაჭერაზე, განსაკუთრებით იმ ორგანიზაციების, რომლებიც ხელისუფლების საქმიანობით, ბიუჯეტის ხარჯვის მონიტორინგით და გარკვეული ზედამხედველობით ხასიათდებიან, სასაცილოა. პრაქტიკულად, ამ დაფინანსების გაზრდის მიზანი სამოქალაქო სექტორზე გავლენის მოხდენაა“, - განაცხადა გიორგი კლდიაშვილმა.

IDFI-ის დირექტორმა იმის არგუმენტად, რომ ბიუჯეტიდან არასამთავრობო სექტორისთვის საგრანტო პროგრამის შექმნის მიზანი არაა კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა, „წერტილთან“ ინტერვიუში თქვა, უკვე წლებია არ შეკრებილა კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო, რომლის წევრიც არის „ინფორმაციის თავისუფლების ინსტიტუტი“.

გია ვოლსკის განცხადებით, NGO-ების დაფინანსების პროგრამისთვის პირველ ეტაპზე, წინასწარი გათვლებით, 200 მილიონია საჭირო

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები