Galt & Taggart-მა ნედლეულის ბაზრის ყოველთვიური მიმოხილვა გამოქვეყნა, რომლის მიხედვით, 2024 წლის მაისში ხორბლის ფასი თვიურად 15.8%-ით გაიზარდა.
საინვესტიციო ბანკში აღნიშნავენ, რომ 2022 წლის თებერვლის შემდეგ (რუსეთ-უკრაინის ომის დასაწყისი), ეს უმსხვილესი თვიური ზრდა იყო. ამასთან, მიმოხილვის ავტორები მსოფლიო ბაზარზე ხორბლის უმსხვილეს მიმწოდებელ ქვეყნებში მოსავლის კლებაზე და გლობალური მარაგების შემცირებაზე საუბრობენ.
"რუსეთშიც და უკრაინაშიც, რომლებიც მარცვლეულის მნიშვნელოვანი მიმწოდებლები არიან, ცუდი ამინდების გამო, მოსავლის კლებაა მოსალოდნელი. რუსეთის შემთხვევაში მოლოდინები უკვე 10%-ზე მეტით შემცირდა, უკრაინაში კი დეკადის ყველაზე ცოტა მოსავალს ელიან. ხორბლის გლობალური მარაგები, სავარაუდოდ, 9-წლიან მინიმუმამდე დაეცემა, რაც სხვა მსხვილ მწარმოებლებშიც (ავსტრალია და ინდოეთი) პრობლემური სეზონებით იქნება გამოწვეული", - ნათქვამია მიმოხილვაში.
ცნობისთვის, საქართველოსთვის ხორბლის მთავარი საექსპორტო ბაზარი რუსეთია. ხორბლის იმპორტის ღირებულება წლიურად 32.4%-ითაა გაზრდილი 4 თვეში, ხოლო მოცულობა 72.4%-ით, რაც შემცირებული საშუალო იმპორტის ფასითაა გამოწვეული (-23.2% წ/წ).