მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ხვალიდან, ენგურჰესი რამდენიმე დღით გაჩერდება

ენგურჰესი ჰესი ენერგეტიკა
01.04.24 23:00
500

"სადერივაციო გვირაბის დათვალიერებისა და საჭიროების შემთხვევაში, ადგილზე გაწმენდითი სამუშაოების ჩატარების მიზნით, ენგურჰესი 2 აპრილიდან რამდენიმე დღით გაჩერდება, - ამის შესახებ განცხადებას თავად "ენგურჰესი" ავრცელებს.

მათი ცნობით, ჰესის გაჩერება ათ აპრილამდე გაგრძელდება.

"სადერივაციო გვირაბის დაცლა და მისი დეტალური შესწავლა საჭიროა ენგურჰესის რეაბილიტაციის მე-4 ეტაპის ფინალური ფაზის ფარგლებშიც, რათა აუცილებელი სამუშაოები ზუსტად განისაზღვროს.

გვირაბის დათვალიერებისა და შესწავლის შემდეგ, რაც, სავარაუდოდ, მიმდინარე წლის 10 აპრილამდე გაგრძელდება, ენგურჰესი მუშაობას ჩვეულ რეჟიმში გააგრძელებს. აღნიშნული პროცესი, ელექტრომომარაგების კუთხით, მოსახლეობას დისკომფორტს არ შეუქმნის", - წერია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ 2024 წლის იანვარში ენგურჰესმა 148 მლნ კვტ.სთ ელექტროენერგია გამოიმუშავა და ზრდა წინა წელთან 132%-ია.

იანვარში საქართველოში ჰესების გამომუშავებული ელექტროენერგია 98%-ით გაიზარდა

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები