მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კიევში ვიზიტის შემდეგ, ორბანი მოსკოვში ჩადის - მედია

პუტინი და ორბანი

უცხოურ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, უნგრეთის პრემიერ-მინისტრი, ვიქტორ ორბანი დღეს მოსკოვს ეწვევა, სადაც პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს შეხვდება. აღსანიშნავია, რომ ეს ორბანის კიევში ვიზიტიდან მალევე ხდება. უკრაინაში ომის დაწყებიდან პირველად, ვიქტორ ორბანი კიევში 2 ივლისს ჩავიდა. მან ვოლოდიმირ ზელენსკის ურჩია, შეწყვიტოს ცეცხლი და დაიწყოს მოლაპარაკებები რუსეთთან.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ორბანთან ერთად, რუსეთის დედაქალაქში ჩადის უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი პიტერ სიარტოც.

საგულისხმოა ისიც, რომ ცოტა ხნის წინ, 1-ელი ივლისიდან, როტაციის პრინციპით, უნგრეთი ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა გახდა.

საკითხს სოციალურ ქსელში გამოეხმაურა ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი და განაცხადა, რომ ევროპული საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანას არ აქვს მანდატი, ევროკავშირის სახელით ჰქონდეს ჩართულობა რუსეთთან.

შარლ მიშელის თანახმად, ევროსაბჭოს პოზიცია ცხადია: აგრესორი რუსეთია, მსხვერპლი კი უკრაინა. მიშელი ხაზს უსვამს იმასაც, რომ უკრაინის საკითხის უკრაინის გარეშე განხილვა არ შეიძლება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები