მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კობა გვენეტაძე სამომხმარებლო სესხების ვადიანობის 4 წლამდე გაზრდას არ უჭერს მხარს

63da68b995f1a
შოთა ტყეშელაშვილი
01.02.23 17:55
772
სტატიაში საუბარია:
ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ სამომხმარებლო კრედიტების შესახებ დასმულ კითხვაზე პასუხისას განაცხადა, რომ მხარს არ უჭერს სამომხმარებლო სესხების ვადის 3 წლიდან 4 წლამდე გაზრდას. სებ-მა სამომხმარებლო სესხების ვადიანობა 2022 წლის აგვისტოში შეამცირა. წარსულში ბანკებს მაქსიმუმ 4 წლის ვადიანობის არაუზრუნველყოფილი სამომხმარებლო სესხების გაცემა შეეძლოთ, თუმცა გასულ წელს ეროვნულმა ბანკმა ჩათვალა, რომ სამომხმარებლო დაკრედიტება განსაკუთრებულად მაღალი ტემპით იზრდებოდა და ამ ტემპის შესამცირებლად სესხების მაქსიმალური ხანგრძლივობა 4-დან 3 წლამდე შეამცირა.

კობა გვენეტაძის განცხადებით, ერთწლიანი პერიოდის ამოწურვის შემდეგ ეროვნული ბანკი არსებულ შედეგებს შეაჯამებს და ისე მიიღებს გადაწყვეტილებას.

ჩვენ მივიღეთ მაკროპრუდენციული ზომები, რათა შემცირებულიყო ზრდის ტემპი სამომხმარებლო სესხების მიმართულებით. ზრდის ტემპი არის დაკლებული ამ მიმართულებით, რაც დაეხმარება ინფლაციის შემცირებას. ერთი წლით მოხდა ეს ცვლილება და ვფიქრობ თუ არა, რომ ეს დარჩება ასე ან დაუბრუნდება 4 წელს. დღევანდელი გადმოსახედიდან ვფიქრობ, რომ უნდა დარჩეს 3 წელზე, მაგრამ გაანალიზება უნდა მოხდეს ივლისიდან, ანუ ერთ,”- განაცხადა კობა გვენეტაძემ.

ეროვნული ბანკის მონაცემებით, სამომხმარებლო სესხების პორტფელი 7.6 მილიარდ ლარს შეადგენს, რომლის 89%-იც ეროვნულ ვალუტაში არის გაცემული.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები