მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კომპანიების აქციების ვარდნასთან ერთად, ლარმაც დაიწყო გაუფასურება... სახიფათო სპირალში შევდივართ - კეპულაძე

კეპულაძე

„საზოგადოება და ბანკების“ გამგეობის თავმჯდომარე, გიორგი კეპულაძე ლონდონის საფონდო ბირჟაზე ქართული კომპანიების აქციების ფასის ვარდნას ქვეყანაში არსებულ ვითარებას უკავშირებს.

როგორც მან BMG-სთან განაცხადა, არსებულ სიტუაციაზე პასუხისმგებლობა მმართველ პარტიას ეკისრება და თუ ვითარება არ დასტაბილურდება, ნეგატიური გავლენა არა მხოლოდ ლონდონში დალისტულ კომპანიებს, არამედ ყველას შეეხება.

„ბოლო 6 თვე ლონდონის საფონდო ბირჟაზე იზრდებოდა ქართული კომპანიების ფასი და ის, რომ დღეს ვხედავთ საკმაოდ დიდ ვარდნას, პირდაპირ კავშირშია ქვეყანაში არსებულ მდგომარეობასთან, მოსალოდნელ სანქციებთან და ინვესტორებში არსებულ განწყობებთან. ქვეყნის რისკის პრემიუმი იზრდება, რეპუტაცია ძალიან მნიშვნელოვანი საფრთხის ქვეშ დგას. ძალიან ცდება, თუ ვინმეს ჰგონია, რომ ინვესტორები, ფინანსისტები არ კითხულობენ, თეთრი სახლის, სახელმწიფო დეპარტამენტის, ევროკავშირის განცხადებებს. ეს არ ეხება მხოლოდ „თიბისის“, „საქართველოს ბანკს“ და „საქართველოს კაპიტალს“, ყველას შეეხება.

ლარის კურსმაც დაიწყო გაუფასურება და ძალიან სახიფათო სპირალში შევდივართ. პროგნოზის გაკეთება ჯერ შეუძლებელია. ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები. ამ ყველაფერზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება იმ 84 დეპუტატს, რომელმაც გუშინ, მესამე მოსმენით მიიღო კანონი და მათ უფროსს, ბიძინა ივანიშვილს.

ქვეყანა იზოლაციასა და ავტოკრატიაში ვერ გაძლებს. საქართველოს აქვს მოწყვლადი ეკონომიკა, რომელიც მთლიანად დამოკიდებულია საერთაშორისო საფინანსო სისტემაზე“,- ამბობს გიორგი კეპულაძე.

ლონდონის საფონდო ბირჟაზე ქართული კომპანიების აქციების ღირებულება ეცემა. დღეს, სავაჭრო სესიის გახსნიდან რამდენიმე საათში, Bank of Georgia Group-ის აქციების ღირებულება 12%-ით დაეცა. Georgia Capital-ის შემთხვევაში ვარდნა დაახლოებით 7.5%-ს შეადგენს. TBC Bank Group-ის აქციების ღირებულება კი 11%-ით არის შემცირებული. ამასთან, Bloomberg-ის სისტემაში 15 მაისის ვაჭრობა ეროვნული ვალუტის გაუფასურებით დაიწყო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები