მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კრიზისის ნიშნები გამოჩნდა [ევროპარლამენტის] არჩევნების საფუძველზე - ირაკლი კობახიძე

პრემიერი

პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის შეფასებით, ევროპარლამენტის არჩევნებმა დემოკრატიული კრიზისის ნიშნები გამოავლინა. ამის შესახებ პრემიერმა ჟურნალისტებს ბერლინში განუცხადა, სადაც უკრაინის აღდგენის კონფერენციას ესწრება.

ირაკლი კობახიძის თქმით, ყველას ინტერესებშია, რომ ევროკავშირში პოლიტიკური პროცესები მაქსიმალურად გაჯანსაღდეს.

„რეალურად იქნება გარკვეული ცვლილებები, თუმცა არსებითად გაგრძელდება მოვლენების განვითარება ისე, როგორც აქამდე ვითარდებოდა. ერთი, რაც შეიძლება ითქვას, გარკვეული კრიზისის ნიშნები გამოჩნდა ამ არჩევნების საფუძველზე. ეს არის ერთგვარი დემოკრატიული კრიზისი, თუმცა მე დარწმუნებული ვარ, რომ ევროპა ამ კრიზისს საშუალოვადიან პერსპექტივაშიც გადალახავს. ეს ყველას ინტერესებშია. ჩვენი უმთავრესი ამოცანა, საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტი არის ევროკავშირში ინტეგრაცია, აქედან გამომდინარე, ჩვენ განსაკუთრებული ყურადღებით ვაკვირდებით იმ პროცესებს, რომლებიც ევროკავშირში წარიმართება“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

არჩევნები, რომლის ფარგლებშიც ევროკავშირის 27 სახელმწიფოს მოსახლეობა ევროპარლამენტის 720 წევრს ირჩევს, 6-9 ივნისს მიმდინარეობდა. საპროგნოზო მონაცემებით, ევროპარლამენტის არჩევნების შედეგად ლიდერობას "ევროპის სახალხო პარტია" (EPP) ინარჩუნებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები