ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ბაიბა ბრაჟე საქართველოს მთავრობას და პარლამენტს "რუსული კანონის" გაწვევისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელ X-ში დაწერა.
"საქართველოს პრეზიდენტმა, ზურაბიშვილმა ვეტო დაადო კანონს, რომელმაც საქართველოში მასშტაბური საპროტესტო გამოსვლები გამოიწვია და რომელიც ქვეყნის ევროპულ გზას მკაფიო საფრთხეს უქმნის. ლატვია მოუწოდებს საქართველოს მთავრობას და პარლამენტს, გაიწვიოს კანონი და შეცვალოს მიდგომა", - განაცხადა ლატვიის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.
სალომე ზურაბიშვილმა "რუსულ კანონს" ვეტო გუშინ დაადო. როგორც მან თქვა, ვეტო არის გამართული იურიდიულად და ის დღესვე გადაეცემა პარლამენტს. პრეზიდენტმა ასევე თქვა, რომ ეს არის მარტივი ვეტო. ჯერჯერობით უცნობია მოტივირებული შენიშვნების ტექსტი, რომელიც სავარაუდოდ, პარლამენტი გამოაქვეყნებს.
შარლ მიშელის თქმით, სალომე ზურაბიშვილის ვეტო კიდევ ერთხელ ქმნის გააზრებისთვის მომენტს.