ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი, გაბრიელიუს ლანდსბერგისი X-ზე ვენეციის კომისიის მიერ "რუსულ კანონთან" დაკავშირებულ რეკომენდაციებს ეხმიანება და იმედს გამოთქვამს, რომ საქართველო ამ რეკომენდაციებს გაითვალისწინებს.
"როგორც ევროპული საბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარე, მადლობას ვუხდი ვენეციის კომისიას, მკაცრი მოწოდებისთვის, საქართველომ უკან გაიწვიოს "უცხო ძალის გავლენის" კანონი და ვიმედოვნებ, რომ საქართველოს ლიდერები ასეც მოიქცევიან", - წერს ლანდსბერგისი.
იმავეს ფიქრობს ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, მარგუს ცაჰკნა, რომელმაც ასევე X-ზე აღნიშნა, რომ ვენეციის კომისიის დასკვნა მკაფიო მესიჯი უნდა იყოს საქართველოს ხელისუფლებისთვის.
"ევროპული საბჭოს ვენეციის კომისიის მიერ მკაცრი მოწოდება "უხცო ძალის გავლენის" გაწვევის თაობაზე, მკაფიო ნიშანი უნდა იყოს საქართველოს ლიდერებისთვის, რომ კანონი არ მიიღონ და საქართველო ევროპულ ნორმებსა და პრინციპებს დაუბრუნონ", - წერს ცაჰკნა.
ვენეციის კომისიამ ე.წ რუსული კანონის შესახებ, რომელსაც მმართველი პარტია „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს უწოდებს, გადაუდებელი მოსაზრება გუშინ, 21 მაისს, გამოაქვეყნა და ხელისუფლებას მკაცრად მოუწოდა, რომ ეს კანონი გაიწვიონ.