მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მაღალი ეკონომიკური ზრდის გამო ბიუჯეტის კორექტირება მოგვიწევს - პრემიერი

პრემიერი

საქართველოს მთავრობა 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის კორექტირებას გეგმავს. როგორც მთავრობის სხდომის დაწყებამდე პრემიერ-მინისტრმა განმარტა, ამის შესაძლებლობას ქვეყანაში არსებული მაღალი ეკონომიკური ზრდა და „მეტი შემოსავლები“ იძლევა.
 

„იმის გამო, რომ გვაქვს მაღალი ეკონომიკური ზრდა, მოგვიწევს ბიუჯეტის კორექტირებაც, მეტი შემოსავლები დაუგროვდა ქვეყანას. ამის თაობაზე მოგვიანებით პარლამენტს მივმართავთ კორექტირებული ბიუჯეტის პროექტით. ასევე, ჩვენ უკვე დავიწყეთ მუშაობა ახალ-2024 წლის ბიუჯეტზე. გვექნება საინტერესო ინიციატივები, ახალი პროექტები იქნება დაგეგმილი. მსხვილი პროექტების დაწყებაა დაგეგმილი, როგორიც არის ანაკლიის პორტის პროექტი, ასევე ახალი აეროპორტის პროექტირება და მშენებლობა გვინდა, რომ დავიწყოთ. დიდი პროექტების, ჰესების მშენებლობა გვინდა, რომ ჩვენი თანამონაწილეობით დავიწყოთ როგორიც არის ხუდონი, ასევე ნამახვანზე მიდის მუშაობა, ნენსკრაზე ჩვენ გავედით ბოლოში, მემორანდუმი გაფორმებულია, ჩვენ ველოდებით, რომ წლის ბოლოს, მაქსიმუმ 2024 ში განახლდება სამუშაოები ადგილზე. ასე რომ, ეს არის ჩვენი გეგმა, მეგობრებო. ამას სჭირდება შენარჩუნება მშვიდობის, სტაბილურობის, რასაც მოაქვს მეტი კეთილდღეობა“,- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ცნობისთვის, ფინანსთა სამინისტროს ხაზინის 2023 წლის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილის შესრულების ანგარიშის მიხედვით, მიმდინარე წლის 6 თვეში გადასახადების სახით მობილიზებულია 8.04 მილიარდი ლარი, რაც სახელმწიფო ბიუჯეტის 6 თვის გეგმის 102.6%-ია. შესაბამისად, მეტობით აკრეფილია 201 მილიონი ლარი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები