2026 წლის მაისში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 340 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 7%-ით მეტია.
ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკის თანახმად, მაისში საქართველოში ყველაზე მეტი თანხა აშშ-დან გადმოიგზავნა 64 მილიონი დოლარის ოდენობით, რაც წლიურად 8%-ით არის გაზრდილი. მეორე პოზიციას 56 მილიონი დოლარით იკავებს იტალია, საიდანაც გზავნილები 6%-ით გაიზარდა, ხოლო რუსეთიდან გადმორიცხული თანხა კი 11%-ით, 49 მილიონ დოლარამდე გაიზარდა.
2026 წლის მაისის ფულადი გზავნილების სტატისტიკა
| # | ქვეყანა | გადმორიცხული თანხა - მლნ დოლარი | ზრდა/კლება წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან |
| 1 | აშშ | $64 | 8% |
| 2 | იტალია | $56 | 6% |
| 3 | რუსეთის ფედერაცია | $49 | 11% |
| 4 | გერმანია | $30 | 10% |
| 5 | ისრაელი | $29 | 23% |
| 6 | საბერძნეთი | $27 | 9% |
| 7 | თურქეთი | $11 | 13% |
| 8 | ესპანეთი | $9 | 8% |
| 9 | ყაზახეთი | $7 | 3% |
| 10 | საფრანგეთი | $6 | 10% |




























