მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მარინა გულედანი: ევროკავშირი აგზავნის სიგნალებს - აზრზე მოდით, დაუბრუნდით ევროპულ კურსს

მარინა გულედანი

კაპიტალის ბაზრის ექსპერტ მარინა გულედანის აზრით, იმ შემთხვევაში თუ საქართველო არ დაბრუნდება დემოკრატიულ გზას, არ გაატარებს სისტემურ რეფორმებს და არ მოუსმენს მოქალაქეებს, ევროკავშირისგან ფინანსური მხარდაჭერის შეწყვეტა, გარდაუვალია.

ამის შესახებ მან BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ საგარეო ურთიერთობათა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის ჟოზეფ ბორელის იმ გზავნილების კომენტირებისას განაცხადა, რომლის თანახმად, ე.წ. „რუსული კანონი“ საქართველოს აშორებს ევროკავშირს და სიტუაციის გაუარესების შემთხვევაში, ევროკავშირი შეამცირებს პოლიტიკურ კომუნიკაციას საქართველოს მთავრობასთან. „შევაჩერებთ მთავრობის ფინანსურ მხარდაჭერას და ევროპული სამშვიდობო ფონდებიდან დაფინანსების საკითხს გადავხედავთ. ეს, შესაძლოა, მოხდეს დაუყოვნებლივ. თუმცა, ჩვენ გავაგრძელებთ დაკვირვებას“, - თქვა ჯოზეფ ბორელმა.

რა თქვა საქართველოს შესახებ ჯოზეფ ბორელმა - ძირითადი გზავნილები

„ჩემი აღქმაა, რომ ევროკავშირი აგზავნის სიგნალებს {საქართველოს ხელისუფლების მისამართით - აზრზე მოდით! შეცვალეთ ის, რაც აქამდე მოხდა, დაუბრუნდით ევროპულ კურსს და ასეთ შემთხვევაში გავაგრძელებთ მხარდაჭერას. ამასთან, სანამ არჩევნებამდე მივალთ, შეიძლება, ევროკავშირს აქვს იმედი, რომ რაღაცები ისევ დაუბრუნდება პირვანდელ მდგომარეობას და დემოკრატიულ გზაზე სიარულს გავაგრძელებთ.

აშკარად ცხადია, რომ ევროკავშირს არ უნდა, მოსახლეობა დაზარალდეს, ვინაიდან მოქალაქეები ამას ნამდვილად არ იმსახურებენ; მათი უდიდესი უმრავლესობის არჩევანია ევროინტეგრაცია, მაგრამ ხელისუფლება მოსახლეობის დაკვეთა არ ასრულებს. ამდენად, ძალიან ფაქიზად არის გადაწყვეტილებები მისაღები და ევროკავშირის ლიდერების მთავარი გზავნილია, საპარლამენტო არჩევნები ჩატარდეს დემოკრატიულად და ხალხის ნება დაფიქსირდეს“, - განაცხადა მარინა გულედანმა და კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ არჩევნებამდე ფინანსური დახმარებების შეჩერებას არ ელოდება.

„ევროკავშირის მხრიდან რა „სადამსჯელო ღონისძიებები“ გატარდება, ამ კუთხით ველოდები სიფრთხილეს და ალბათ მაშინ გამოჩნდება, რაც უფრო ახლოს მივალთ არჩევნებთან და ვნახავთ, რა მოიმოქმედებს ხელისუფლება არჩევნებამდე და რა გარემო და ლანდშაფტი დახვდება არჩევნებს ოქტომბრის ბოლოს. თუ დემოკრატიულად არ ჩატარდება საპარლამენტო არჩევნები, შემდეგ ნამდვილად გაჩერდება {ფინანსური დახმარებები}. ეს ცხადია“, - განაცხადა მარინა გულედანმა.

EU-დან საბიუჯეტო გრანტების და სესხების შეფერხებას არ ველით - გიორგი კაკაურიძე

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები