მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მარტში საქართველოს სავალუტო რეზერვები გაიზარდა

ეროვნული ბანკი ლოგო

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 2024 წლის 31 მარტის მდგომარეობით სავალუტო რეზერვების ამსახველი სტატისტიკა გამოაქვეყნა. გასული თვის განმავლობაში სავალუტო რეზერვების მოცულობა თებერვალთან შედარებით 30.6 მილიონი დოლარით გაიზარდა და მან 4.77 მილიარდ დოლარს მიაღწია. ამ ზრდის მიუხედავად, 2024 წლის პირველ კვარტალში საქართველოს სავალუტო რეზერვების მოცულობა 233 მილიონი დოლარით, ანუ 5%-ით შემცირდა.

სავალუტო რეზერვების შემცირება სავარაუდოდ საგარეო ვალების მომსახურებით არის განპირობებული, რადგანაც ეროვნული ბანკის სავალუტო რეზერვები სწორედ ის ყულაბაა, საიდანაც სახელმწიფო საგარეო ვალების დაფარვა ხდება.

დღეს ცნობილი გახდა, რომ საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 500 მილიონი დოლარის ღირებულების 7 ტონა ოქრო შეიძინა. სებ-ის ინფორმაციით, ეროვნული ბანკის საბჭომ ოქროს რეზერვების შესყიდვის გადაწყვეტილება 2024 წლის 1 მარტს მიიღო.

სებ-ის სტატისტიკის თანახმად, 2024 წლის 31 მარტის მდგომარეობით ეროვნული ბანკი ფლობდა 332 მილიონი დოლარის ღირებულების ოქროს, შესაბამისად დამატებით 168 მილიონი დოლარის ღირებულების ოქროს შესყიდვა აპრილის პირველ კვირაში მოხდა.

უფრო ვრცლად სებ-ის მიერ ოქროს შესყიდვაზე წაიკითხეთ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები