მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მესამე კვარტალში Amazon-ის შემოსავალი 13%-ით გაიზარდა

Amazon
სტატიაში საუბარია:

მიმდინარე წლის მესამე კვარტალის შემოსავლების ანგარიშით, ელექტრონული კომერციისა და პროგრამული უზრუნველყოფის გიგანტმა, Amazon-მა, 2021 წლის შემდეგ, მოგების საუკეთესო მაჩვენებელიც გამოაქვეყნა. ინფორმაციას CNBC აქვეყნებს.

ანალიტიკოსები მიმდინარე წლის მესამე კვარტალში კომპანიის მიერ $141,5 მილიარდის შემოსავლის მიღებას ვარაუდობდნენ, თუმცა Amazon-მა ანალიტიკოსების მოლოდინს გადააჭარბა და მესამე კვარტალში $143.1-მილიარდიანი შემოსავალი მიიღო. ამასთან, პროგნოზირებული მოგება თითო აქციაზე $0.59 იყო, FactSet-ის მონაცემებით კი მოგებამ თითო აქციაზე $0.94 შეადგინა. 2022 წელთან შედარებით გასამმაგდა წმინდა შემოსავალიც და $9.9 მილიარდს მიაღწია.

გაყიდვებისთვის $163.5-მილიარდიანი მაჩვენებელი ჩამოუვარდება ანალიტიკოსთა $167.1-მილიარდიან მოლოდინს, თუმცა საოპერაციო მოგებაში კომპანიის საშუალომაჩვენებლიანი $9-მილიარდიანი პროგნოზის შემთხვევაში ანალიტიკოსთა $8.5-მილიარდიან შეფასებას აღემატება. მესამე კვარტალის შემოსავლების გამოქვეყნების შემდეგ, Amazon-ის აქციების ღირებულება 4%-ით გაიზარდა, ამასთან, მიმდინარე წელს კომპანიის აქციები ფასი 40%-ითაა გაზრდილი.

Amazon-ის შემოსავლების გაუმჯობესება მეტწილად წლის დასაწყისში, 27,000 თანამშრომლის გათავისუფლებით გამოწვეულ ხარჯების შემცირებას უკავშირდება. 2023 წლის პირველი ცხრა თვის განმავლობაში კომპანიამ თითქმის $16 მილიარდის წმინდა მოგება გამოაქვეყნა, თუმცა მისი წლიური მოგება, სავარაუდოდ, დაბალი იქნება, ვიდრე 2022 წლის რეკორდული $33 მილიარდი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები